პოლიტიკა
18.01.22 17:00
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლის განაჩენი ყველა შემთხვევაში დაუსაბუთებელი იქნება. მისივე შეფასებით, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი სასამართლოს უფლებას არღვევს.
როგორც კოპალეიშვილი განმარტავს, თუკი მოსამართლე მიიჩნევდა, რომ მუხლი უნდა გადაეკვალიფიცირებინა, მას ეს მინიმუმ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე უნდა გაეკეთებინა და არა განაჩენის გამოქვეყნების დროს.
"მან ამით მხარეებს შესაძლებლობა წაართვა, მათ წინააღმდეგ წარდგენილ ფაქტებსა და სამართლებრივ არგუმენტებზე ედავათ და საკუთარი კონტრარგუმენტები წარმოედგინათ. ამით მოსამართლემ საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპი დაარღვია. ბუნებრივია, მისი განაჩენი დაუსაბუთებელი იქნება, რადგან მხარეებს არ მიეცათ თავის დაცვის შესაძლებლობა. როცა მოსამართლე ბრალეული ქმედების გადაკვალიფიცირებას აპირებს, უფლება არა აქვს ეს განაჩენის გამოქვეყნების დროს გააკეთოს და მხარეები ფაქტის წინაშე დააყენოს", - განუცხადა ჟურნალისტებს მაია კოპალეიშვილმა.
პარლამენტში, ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იურიდიული წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ცნობისთვის,12 იანვარს, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს
18:0027.05.22
-
17:4027.05.22
-
17:2027.05.22
-
17:0027.05.22
-
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ღირსების მედლით დააჯილდოვა
16:4027.05.22
-
16:2027.05.22
-
16:0027.05.22
-
მთავრობამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მლნ დოლარი - ირაკლი ღარიბაშვილი
15:4027.05.22
-
15:2027.05.22
-
თამარ ტალიაშვილი - ოპოზიციას მოვუწოდებ, შეწყვიტოს საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი
15:0027.05.22
-
14:4027.05.22
-
რომან გოცირიძე - „დავგუგლე“: ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინი 2014 წელს ახსენა
14:2027.05.22
-
14:0027.05.22
-
13:4027.05.22
-
13:2027.05.22
-
13:0027.05.22
-
12:4027.05.22
-
12:2027.05.22
-
12:0027.05.22
-
11:4527.05.22
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
11:3027.05.22
-
11:1527.05.22
-
11:0027.05.22
-
პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს
10:4527.05.22
-
დავით ზალკალიანმა აშშ-ში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გამართა
10:3027.05.22
-
10:1527.05.22
-
დღეს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით, მთავრობის 4 წევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ
10:0027.05.22
-
დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ჩართულობა იზრდება
18:0026.05.22
-
ელისაბედ II საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
17:3026.05.22
-
17:0026.05.22
-
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
16:3026.05.22
-
16:0026.05.22
-
15:3026.05.22
-
15:0026.05.22
-
14:3026.05.22
-
4 ივნისიდან თბილისში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება
14:0026.05.22