პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტისთვის და მთლიანად ევროპისთვის დიდი დანაკლისი იქნება ევროპული ღირებულებების მტკიცე დამცველის, დავიდ სასოლის დაკარგვა

18.01.22 17:40


გასულ წელს რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა და პატივი შევხვედროდი ბატონ სასოლის, საქართველოს მეგობარს და ქომაგს. ევროპარლამენტისთვის და მთლიანად ევროპისთვის დიდი დანაკლისი იქნება ნამდვილი ევროპელის, ევროპული ღირებულებების მტკიცე დამცველის დაკარგვა, - ამის შესახებ Facebook-ზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი წერს.

 

„ევროპარლამენტის პირველი პლენარული სესია ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ მარია სასოლის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღინისძიებით დაიწყო სტრასბურგში. გასულ წელს რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა და პატივი შევხვედროდი ბატონ სასოლის, საქართველოს მეგობარს და ქომაგს.

ევროპარლამენტისთვის და მთლიანად ევროპისთვის დიდი დანაკლისი იქნება ნამდვილი ევროპელის, ევროპული ღირებულებების მტკიცე დამცველის დაკარგვა.

დავიდ სასოლის ხსოვნას გუშინ ევროპარლამენტარებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად პატივი მიაგეს იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ენრიკო ლეტამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. დღეს კი ევროპარლამენტმა მალტელი პოლიტიკოსი, ქალბატონი რობერტა მეტსოლა აირჩია პრეზიდენტად 458 ხმით. წარმატებები მას ამ თანამდებობაზე!


იმედი მაქვს, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს“, - წერს მაკა ბოჭორიშვილი.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები