საზოგადოება
19.01.22 14:00
დაგეგმილი ღონისძიების გამო, დღეს 23:00 საათიდან 20 იანვრის 13:00 საათამდე, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ვახტანგ გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. ამასთანავე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდის მიმართულებით.
„დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გადაადგილება თავისუფალი იქნება გორგასალის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ღვინის აღმართის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას ასევე, ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბის საშუალებით შეძლებენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:
ავტობუსები - N31, N50, N71, N80, N102, N301, N344, N345 ვახტანგ გორგასალის ქუჩიდან სვლას კოტე აფხაზის ქუჩის გავლით, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებენ; მიკროავტობუსი - N108 გორგასალის ქუჩიდან მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით შეძლებს, რის შემდეგაც, ბარათაშვილის ქუჩისა და ხიდის გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდება და იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხვევით, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით განაგრძობს, რის შემდეგაც, გადაადგილდება უკვე არსებული მარშრუტით.
N140 მიკროავტობუსის მარშრუტი ცვლილებას განიცდის წმინდა ბარბარეს უბნის მიმართულებით მოძრაობისას. მიკროავტობუსი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის გავლით, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით განაგრძობს და შემდეგ უკვე დადგენილი სქემით გადაადგილდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს
18:0027.05.22
-
17:4027.05.22
-
17:2027.05.22
-
17:0027.05.22
-
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ღირსების მედლით დააჯილდოვა
16:4027.05.22
-
16:2027.05.22
-
16:0027.05.22
-
მთავრობამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მლნ დოლარი - ირაკლი ღარიბაშვილი
15:4027.05.22
-
15:2027.05.22
-
თამარ ტალიაშვილი - ოპოზიციას მოვუწოდებ, შეწყვიტოს საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი
15:0027.05.22
-
14:4027.05.22
-
რომან გოცირიძე - „დავგუგლე“: ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინი 2014 წელს ახსენა
14:2027.05.22
-
14:0027.05.22
-
13:4027.05.22
-
13:2027.05.22
-
13:0027.05.22
-
12:4027.05.22
-
12:2027.05.22
-
12:0027.05.22
-
11:4527.05.22
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
11:3027.05.22
-
11:1527.05.22
-
11:0027.05.22
-
პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს
10:4527.05.22
-
დავით ზალკალიანმა აშშ-ში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გამართა
10:3027.05.22
-
10:1527.05.22
-
დღეს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით, მთავრობის 4 წევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ
10:0027.05.22
-
დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ჩართულობა იზრდება
18:0026.05.22
-
ელისაბედ II საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
17:3026.05.22
-
17:0026.05.22
-
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
16:3026.05.22
-
16:0026.05.22
-
15:3026.05.22
-
15:0026.05.22
-
14:3026.05.22
-
4 ივნისიდან თბილისში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება
14:0026.05.22