პოლიტიკა

კელი დეგნანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

21.01.22 16:20


საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.

 

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

 

„დღეს ელჩმა დეგნანმა უკრაინის ელჩ დოლგოვს უმასპინძლა, რათა ხაზი გაესვა უკრაინისა და საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ ჩვენი ახლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის, ასევე, რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართული აგრესიული ქმედებებისა და უკრაინაში მიმდინარე ვითარების განსახილველად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები