პოლიტიკა

ღარიბაშვილი კობახიძეზე: ირაკლი ღირსეული კაცია, განათლებული, გამოირჩევა კვალიფიკაციით

24.01.22 10:15


პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დღეს "ოცნებაში" "აბსოლუტურად დალაგებული ვითარებაა.

 

მისი თქმით გუნდი მტკიცე და ერთიანია და ამაში დიდი წვლილი კობახიძეს მიუძღვის:

 
"დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული ვითარება პარტიაში, მთავრობაში, მთელ გუნდში. გუნდი არის დღეს ერთიანი, მტკიცე, ძლიერი და ერთ-ერთი დიდი როლი ამ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ირაკლი კობახიძეს მიუძღვის.

 

ჩვენ ვართ მეგობრები, თანამებრძოლები. ირაკლი არის ძალიან ღირსეული კაცი, განათლებული, წესიერი, გამოირჩევა თავისი კვალიფიკაციით და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანმა გუნდმა ერთად დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამ ერთი წლის განმავლობაში იყო და შედეგიც შთამბეჭდავია. ყველა კრიზისი დასრულებულია, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ სხვა კრიზისი, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი" - ამბობს პრემიერი "იმედთან".

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები