რეგიონი

სოხუმში ტელევიზიის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა თავი აიფეთქა

17.10.16 16:45


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის ტერიტორიზე უცნობმა პირმა თავი აიფეთქა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის ასლან კობახიას თქმით შემთხვევა ორშაბათს დილით 7 საათისთვის მოხდა.

„ტელევიზიის ტერიტორიაზე ერთმა პირმა თავი აიფეთქა. ცხადი იყო, რომ მას ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. სავარაუდოა, რომ ის მარტო არ იყო. ტარდება ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები.“- განაცხადა კობახიამ.

დაღუპული პირის ვინაობა, ჯერ დადგენილი არაა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები