ქართველოლოგები მთელი მსოფლიოდან თბილისში გამართულ სიმპოზიუმში მიიღებენ მონაწილეობას

17.10.16 21:35


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის VII საერთაშორისო სიმპოზიუმი „საქართველო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში“ 17 ოქტომბერს გაიმართება.

ქართველოლოგია ანუ ქართველთმცოდნეობა — დისციპლინათშორისო რეგიონათმცოდნეობის მეცნიერებაა, რომელიც კონცენტრირებულია საქართველოს კომპლექსურად შესწავლაში. კონგრესები, სიმპოზიუმები და ქართველოლოგების კონფერენციები საქართველოში პერმანენტულად ტარდება. აღნიშნული ღონისძიებების ამოცანაა საზღვარგარეთ არსებულ ქართველოლოგთა ცენტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება.

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს აკადემიური სექცია ქართული ისტორიოგრაფიის, ენათმცოდნეობის, ლიტერატურის, ფილოსოფიისა და ხელოვნების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და ასევე მეცნიერები რუსეთიდან, აშშ-დან, იერუსალიმიდან, ინგლისიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან, ვენეციიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან.

სიმპოზიუმს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია ატარებს. ქართველოლოგიის სიმპოზიუმი 22 ოქტომბერს დასრულდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 694


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები