მსოფლიო

იტალია, დანია, შვედეთი და ესპანეთი რუს დიპლომატებს აძევებენ

05.04.22 15:30


გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, იტალია, დანია, შვედეთი და ესპანეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებენ.

 

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მარიომ ბერლინში ვიზიტისას განაცხადა, რომ იტალია 30 რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი ,,ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო" გადაიდგმება.

 

Politico-ს ინფორმაციით, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპე კოფოდმა ,,ტვიტერზე" ასევე განაცხადა რუსი დაზვერვის ოფიცრების ქვეყნიდან გაძევების შესახებ.

 

"დანია 15 რუს დაზვერვის ოფიცერს გააძევებს, რომლებიც კოპენჰაგენში, რუსეთის საელჩოში მუშაობენ. ისინი ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. ჩვენს საერთო ინტერესებშია, დიპლომატიური კავშირების შენარჩუნება, მაგრამ ჩვენ რუსეთის ჯაშუშებს, დანიის მიწაზე არ მივიღებთ", - განაცხადა კოფოდმა.

 

როგორც Politico იუწყება, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ენ ლინდეს განცხადებით, შვედეთმა სამი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მისი თქმით, ისინი შვედეთიდან გააძევებენ სამ რუს დიპლომატს, რადგან "ისინი ვენის კონვენციის შესაბამისად არ მოქმედებენ და შვედეთში, უკანონო სადაზვერვო საქმიანობას აწარმოებენ".

 

ამასთან, "გარდიანის" ინფორმაციით, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინაში, რუსული სამხედროების მიერ, სავარაუდო ომის დანაშაულების საპასუხოდ, 25 რუსი დიპლომატი და საელჩოს თანამშრომელი გააძევეს. მათი ინფორმაციით, მადრიდიდან გაძევებულ დიპლომატებს შორის, რუსეთის ელჩი არ იყო.

 

გამოცემა "გარდიანის" ინფორმაციით, უკანასკნელი 28 საათის განმავლობაში, ევროპის ქვეყნებიდან, ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი მკვლელობების საპასუხოდ, დაახლოებით, 120-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები