ანალიტიკა

ყირიმში სომხების ყაჩაღობა განსაკუთრებულ მასშტაბებს იძენს

11.04.22 10:30


იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიჯაჭვულია რუსეთის ფედერაციის აგრესიისკენ უკრაინის წინააღმდეგ, სომხეთი მხარს უჭერს ამ აგრესიას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ნებართვით,  2022 წლის 4 აპრილიდან ერევანში გაიმართაე.წ. „ყირიმის დღეები სომხეთში“ და სომხურ საზოგადოებას ყირიმი წარუდგინეს „რუსეთის ფედერაციის სუბიექტად“.

 

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყირიმის დელეგაციის (ანუ საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლები) ერევანში ვიზიტის ფარგლებში, რუსული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც ყირიმში უკანონოდ საქმიანობდნენ და სომხურმა ტურისტულმა სააგენტოებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებებს. ამის შესახებ 2002 წლის 5 აპრილს გამოაცხადა ე.წ. „ვიცე პრემიერმა - ყირიმის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა“ ირინა კივიკომ.

 

„ერევანში „ყირიმის რესპუბლიკის“ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა სომეხ კოლეგებს ჩვენი ნახევარკუნძულის ტურისტული პოტენციალი წარუდგინეს. პრეზენტაციის შედეგად გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება „ყირიმის რესპუბლიკის“ ტურისტულ კომპანიებსა, სასტუმროებსა და სომხეთის რესპუბლიკის ტურისტულ კომპანიებს შორის“, - აცნობა საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

 

ხელმომწერებს შორისაა სასტუმრო Mriya-ს ტერიტორიაზე მდებარე ყირიმის Winepark და სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტუროპერატორი Belaviaservice.

 

„ყირიმისა და სომხეთის ბიზნესები მზად არიან ითანამშრომლონ“, - ხაზგასმით აღნიშნა კივიკომ.

 

უკრაინის კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლის მიხედვით არ არსებობს „ყირიმის რესპუბლიკა“, მაგრამ სამაგიეროდ არსებობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც უკრაინის განუყოფელი ნაწილი, დღეს უკანონოდ ოკუპირებული და ანექსირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. ისევე, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს განუყოფელი ნაწილი.  რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულ ორ რეგიონს ერთი საერთო ნიშანი აქვს - სომეხი ნაციონალისტები და სომხური ლობი მათ მიმართ გაზრდილ და არაჯანსაღ ინტერესს იჩენენ.

 

კერძოდ, იგივე ირინა კივიკომ განაცხადა, რომ უკვე ამ სეზონზე სომხეთიდან ტურისტებს შეუძლიათ ოკუპირებულ ყირიმში ჩამოსვლა „დასასვენებლად და სამკურნალოდ“. ბუნებრივია, ოკუპანტების წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, რომ უკრაინის კანონმდებლობის თვალსაზრისით, ასეთი მოგზაურობები უკრაინის ხელისუფლების თანხმობის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

 

მიუხედავად ამისა, სომხეთის ხელისუფლება ეთნიკურ სომხებს უკრაინის კანონმდებლობის მასიური დარღვევის ნებართვას აძლევს. ეს კიდევ ერთი არამეგობრული, მეტიც - აშკარად მტრული სვლაა ერევნის მხრიდან უკრაინის მიმართულებით რუსული აგრესიის დაწყებიდან ამ ქვეყნის წინააღმდეგ.

 

უკვე ცნობილია სომხური სუ-30 თვითმფრინავების რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის გადაყვანის ფაქტები, ასევე ცნობილია აფხაზი სომხობის და ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის ბოევიკების გადაყვანა  ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინაში აგრესორის მხარეს საბროლველად. აფხაზ სომხობას, გარდა ძირითადი რუსეთისა და სეპარატისტული ე.წ. "მოქალაქეობისა",  სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობაც გააჩნია.

 

სომხური მედია და ტელეგრამის არხები სიხარულს არ მალავენ უკრაინის ობიექტებზე რუსი დამპყრობლების თავდასხმების გამო.

 

 (https://t.me/military_arm/13024):

 

„ამავდროულად, მთელ ამ აურზაურში ჩვენ გამოგვრჩა დადებითი სიახლე: ხარკოვში თურქული Bayraktar-ის ძრავის ქარხანა განადგურდა. ხოლო აკინჩის ძრავის ქარხანა არ განადგურებულა  მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი მთელი ქარხნის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ცხადია, წარუმატებლობის შემთხვევაში განადგურდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თურქები შემცვლელს ვერ იპოვიან, რა თქმა უნდა იპოვიან, მაგრამ ეს ბევრად უფრო ძვირი, ხანგრძლივი და რთული იქნება. როგორც იტყვიან: "წვრილმანია, მაგრამ სასიამოვნო".

 

ზოგადად სომეხი ნაციონალისტები „კმაყოფილნი არიან“. მათ შორის იმიტაც, რომ ასეთი დაბომბვის დროს ნადგურდება სახლები და იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

ამჟამინდელი პომპეზური „ყირიმის დღეები სომხეთში“ კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სომხეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის თანამონაწილეა, რადგან სომეხ ნაციონალისტებს აქვთ საკუთარი გეგმები უკრაინულ ყირიმთან მიმართებაში და უკვე იწყებენ მათ განხორციელებას.

 

შეგახსენებთ, რომ რეალურად ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციაში მთავარი პირი ე.წ. ყირიმის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ეთნიკურად სომეხი გეორგი მურადოვია (მურადიანი). სწორედ ის გახდა ნახევარკუნძულზე სომეხი „ტურისტების“ მასობრივი შემოდინების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. სწორედ მურადოვის წინადადებით მოეწყო „ყირიმის დღეები სომხეთში“.

 

კერძოდ, საოკუპაციო ხელისუფლება გეგმავს დაკანონებულ ძარცვას ანუ ე.წ. ყირიმის მაცხოვრებლების ქონების „ნაციონალიზაციას“. იგი ყირიმში „უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების“ ქონების „ნაციონალიზაციის“ საფარქვეშ გაიმართება.

 

მურადოვის მონაწილეობით ყირიმში მყოფი ყირიმელი თათრების მიმართ უკვე რეპრესირები ხორციელდება „ექსტრემიზმისთვის“ და  „უკრაინის სასარგებლოდ მუშაობისთვის“. უფრო მეტიც, ყირიმში დიდი ხანია ცნობილია  "უკრაინის სპეცსამსახურებთან კავშირის" გამო, ბრალდებების ასაკიდებლად და რეპრესირებულთა სიაში მოსახვედრად სრულიად საკმარისია ფლობდე უძრავ ქონებას ოკუპანტებისა და სომხური დიასპორის წარმომადგენლებისათვის "მოსაწონ" ადგილას. შედეგად, ადამიანებს ხშირად უკრავენ თავს ციხეებში, აწამებენ, აიძულებენ მათ უძრავი ქონება „გადასცენ“ გამომძალველების ფაქტობრივად უფასოდ.

 

ახლა ყაჩაღობა და ძარცვა ახალ დონეზე ადის. მარიონეტმა, ეგრეთ წოდებულმა „ყირიმის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელმა, ვლადიმირ კონსტანტინოვმა“, „უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების“ ქონება ყირიმში მილიარდ რუბლად შეაფასა და გამოაცხადა, რომ ეს ქონება „ნაციონალიზირებულია“. ”აქტივები სერიოზულია, ისინი მილიარდობით რუბლს შეადგენს”, - ხაზგასმით აღნიშნა კონსტანტინოვმა.

 

მისი თქმით, ყირიმის ხელისუფლებას უკვე მიეწოდება მონაცემები და ნაციონალიზაციას დაქვემდებარებული ქონების პირველი პარტიის შესახებ ინფორმაცია უკვე შემოწმებას გადის.

 

ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მოპარულ ქონებას მაშინვე გამოუჩნდება პატრონი. მრავალი თვალსაზრისით ისინი იქნებიან „უძველესი და მრავალტანჯული ერის“ წარმომადგენლები, რომლებიც ოცნებობენ დასახლდნენ ზღვის თბილ სანაპიროზე, ოკუპირებულ ქართულ აფხაზეთში თუ ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმში. სხვისი უძრავი ქონების „მოვლის“ მიზნით, დიდი ალბათობით მოეწყობა მოროდიორთა არალეგალური „ტურისტული მოგზაურობები“ სომხეთის რესპუბლიკიდან ოკუპირებულ ყირიმში.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები