ანალიტიკა

სომხეთს აღარ სჭირდება რუსი ლავროვ-კალანტარიანები

14.04.22 10:00


ცოტა ხნის წინ ცნობილმა ერევნელმა ბლოგერმა რომან ბაღდასარიანმა საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ  აიღო სომეხი პოლიტიკური დამკვირვებლის რუბენ მეჰრაბიანისგან:

 

 

იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც პოლიტიკური დამკვირვებელი, რუბენ მეჰრაბიანმა ჯერ კიდევ ვერ მოიშალა სომხური ნაციონალიზმის ყველა საკმაოდ მახინჯი „პოსტულატი“. კერძოდ, ის ჯერაც არ აღიარებს ყარაბაღს აზერბაიჯანულ მიწად და პრინციპში იმეორებს სომეხი ნაციონალისტებისთვის დამახასიათებელ აზერბაიჯანოფობიურ კლიშეებს.

 

თუმცა, იმაში, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მათ შორის ყარაბაღის კონფლიქტების უკან რუსეთის მახინჯი ფსევდოიმპერიული ამბიციები დგას, რუბენ მეჰრაბიანი სავსებით მართალია. და იმაშიც, რომ სწორედ რუსეთის სომხური ლობია პასუხისმგებელი ყარაბაღის ომების სომეხი ხალხისთვისაც კი  კატასტროფულ შედეგებზე.

 

რუსი პოლიტოლოგი ასეთ სომხებს "ლავროვს" უწოდებს, ხოლო მაგალითად მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი, რომლის შესახებაც რუბენ მეჰრაბიანი ამბობს, რომ მისი ნამდვილი გვარია კალანტარიანი და ის ეთნიკურად სომეხია, რის შესახებაც თავად ლავროვს დიდად არ ეპიტნავება საუბარი.

 

რუბენ მეჰრაბიანი აღშფოთებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში რუსი სომხები, ყველანაირი „ლავროვ-კალანტარიანები“, „მარგარიტა სიმონიანები“, „სემიონ ბაღდასაროვები“ ​​და მისნაირები ცდილობენ სომხები და სომხეთი „სისხლით შეადუღაბონ“ რუსეთის ფედერაციასთან. მისი თქმით მათი მიზანია, რომ სომხეთი ისევ სრულიად მოიკვეთოს და მათზე მაღალჩინოსან მოსკოვის სომხებზე დამოკიდებულნი გახადონ. ამისათვის რუსეთიდან „დესანტი“ ჩადის ერევანში, სომხურ საზოგადოებაში კი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ღია პროპაგანდა მიმდინარეობს. მაგრამ სომხურ საზოგადოებაში უკვე არის ჯანსაღი რეაქცია ამ პროპაგანდაზე - იმართება აქციები უკრაინის მხარდასაჭერად და ამ ქვეყანაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

 

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის სომხური ლობის პოლიტიკა, რომელიც სომხეთს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიაში ითრევს, სულ უფრო და უფრო მეტ გმობას იწვევს სომხეთის „გაფხიზლებულ“ სომხებში. ეს რა თქმა უნდა არ ეხება ყარაბაღის კლანის სრულიად აზრსმოკლებულ შეუმდგარ სეპარატისტებს, რომლებიც ხმამაღლა უცხადებენ მხარდაჭერას სეპარატისტულ დონეცკსა და ლუგანსკს.

 

ერევანში სომეხი პოლიტიკოსებიც კი ნელნელა აცნობიერებენ, რომ ურთიერთობა მეზობლებთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან, პირდაპირ რუსული "შუამავლობის" გარეშეა სასურველი. მით უმეტეს, რუსი სომხების საეჭვო „დახმარების“ გარეშე.

 

ასე მაგალითად, ახლახან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა რუსეთის ყოველგვარი შუამავლობის გარეშე პირდაპირი სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან. მინისტრებმა საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების კომისიის შექმნის, სამშვიდობო მოლაპარაკებების მომზადებისა და ჰუმანიტარული საკითხების შესახებ აზრები გაუზიარეს ერთმანეთს.

 

ასევე, სომხურ ინტელექტუალურ ელიტაში მიმდინარეობს ნაციონალისტური სტერეოტიპებისა და მითების მსხვრევის მეტად მტკივნეული პროცესი. უპირველეს ყოვლისა, ისინი ვინც ამდენი ათწლეულის მანძილზე სომეხი ნაციონალისტების მხრიდან ექსპლუატაციას ჩადიოდნენ, რომლებსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „რუსი სომხები“.

 

ჯერჯერობით ყველა სომეხი ვერ აცნობიერებს, რომ უკრაინის ტრაგედია აზერბაიჯანული ყარაბაღის „მიაცუმის“ უკანონო მოთხოვნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მაგრამ, ის თუ რაოდენ გაშმაგებით აწარმოებენ „მოსკოვის სომხები“ აგრესიულ კამპანიას უკრაინაში,  უკმაყოფილებას იწვევს ერევანში უამრავ სომეხს შორის.

 

გარდა ამისა, დროთა განმავლობაში ნათელი ხდება, რომ სომხური დიასპორის ამ ფენამ რუსეთის პოლიტიკით მანიპულირებამ შედეგი არ მოუტანა სომხეთის რესპუბლიკაში სომეხი ხალხის მწუხარების, ტანჯვისა და სისხლის გარდა.ისევე, როგორც  ყარაბაღელ სომხებს, რომლებიც სეპარატისტ-ტერორისტული ყარაბაღის კლანის და იგივე „მოსკოველი სომხობის“ მძევლებად  იქცნენ.

 

მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, კრასნოდარის მხარეში და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრები სომხური დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და მეტად უზრუნვილყოფილნი და შეძლებულები არიან, რუსეთის სახელმწიფო და ეკონომიკურ სისტემას  "წურბელებივით მიასხდნენ".

ისინი ღიად პარაზიტობენ რუსეთში, ამავდროულად მიმართავენ მის პოლიტიკას რუსული იარაღით და რუსული გეოპოლიტიკური გავლენის დახმარებით ე.წ. "დიადი სომხეთის" შექმნისაკენ. მაგრამ თვით სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები სომხები, რომელთა გამოც ფორმალურად თითქოს ეს ყველაფერი გაკეთდა, თავდაპირველად ამ „რუსი სომხების“ პოლიტიკურ თამაშებში მძევლებად და სახარჯო მასალად იქცნენ.

 

გავიხსენოთ „ყარაბაღის კომიტეტი“ და როგორ გაჩაღდა კონფლიქტი ამ ოდითგანვე აზერბაიჯანული მიწის გამო. „მიაცუმის“ მთავარი ინიციატორები სულაც არ იყვნენ ყარაბაღელი ან თუნდაც ერევნელი სომხები, არამედ მოსკოველი და პეტერბურგელი სომხები, რომელთაც არათუ ყარაბაღის სოფლებში, არამედ ერევანშიც კი არასოდეს უცხოვრიათ და არც აპირებდნენ ცხოვრებას. უკიდურეს შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ სტუმრობდნენ ე.წ. "ისტორიულ სამშობლოს", როგორც ამას ხაზგასმით აღნიშნავდნენ ხოლმე და არც კი ახსოვდათ, რომ ეს "სამშობლო" მათ რუსეთმა აზერბაიჯანელების მიწების ხარჯზე აჩუქა.

 

ყარაბაღის ორი ომის დროს მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის რესპუბლიკის სომხებს დააწვა ტვირთად. ფრონტზე იღუპებოდნენ, ოჯახებმა ვაჟკაცები დამარხეს.

ეჭვგარეშეა, რომ სომეხმა დამპყრობლებმა 1992-1994 წლებში შეძლეს აზერბაიჯანული მიწების წართმევა რუსეთის სომხური ლობის დამსახურებით, რომელმაც რუსეთის ფედერაციის კორუმპირებული ელიტის მეშვეობით თავის სამსახურში ჩააყენა რუსული სამხედრო მანქანა. მაგრამ მხოლოდ უბრალო სომხებმა სარგებელი ვერ მიიღეს ამ საეჭვო "გამარჯვებებიდან". უფრო სწორად მათ მიიღეს ბლოკადა, სიღარიბე მრავალი წლის განმავლობაში და ახალი ომის მარადიული შიში, რომელიც  ვითომ „გამარჯვებული სომხური არმიის“ შესახებ პროპაგანდამ ვერ ჩაახშო.

 

და იმ დროს, როდესაც სომეხი ხალხი ბლოკადაში მოექცა, გაღატაკდა, იტანჯებოდა, რუსმა სომხებმა და რუსულმა სომხურმა ლობიმ ჯიბეები გაისქელეს. თანაც ახალი სამხედრო სეპარატისტულ ავანტიურებსაც აღვივებდნენ. ყველაფერი კი იმისთვის, რომ დაეშვათ საზღვრების გადაკეთების პრეცედენტები „დიადი სომხეთის“ აღმშენებლობისთვის.

 

რაღაც დროით უამრავ სომეხს სჯეროდა ამგვარი პოლიტიკის „ეფექტურობის“. მათ აპატიეს მოსკოვის სომხებს ქედმაღლობა და სურვილი „ასწავლონ სომხებს სომხეთის სიყვარული“. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ სურდათ შვილების გაგზავნა ყარაბაღის ფრონტზე, რიგითი სომხების შვილები უნდა შეწირვოდნენ  "დიადი სომხეთის" იდეას.

 

მაგრამ ახლა 44-დღიანი ომი დაიწყო და აღმოჩნდა, რომ „ძლევამოსილი ლავროვ-კალანტარიანები“ ვერანაირად ვერ დაეხმარნენ სომხურ ჯარს. სამარცხვინო მარცხმა  სომხები თანდათან გამოაფხიზლა. შემთხვევითი არ არის, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მათ ხმა მისცეს ფაშინიანს, როგორც „ნაკლებ ბოროტებას“, რომელსაც სომხეთი მიჰყავს, მართალია არა სასურველ „დიად სომხეთზე“ ოცნებებისკენ, მაგრამ მაინც მშვიდობისკენ. და არა „ყარაბაღის კლანიდან“ შურისძიების მაძიებლების ინტერესებისკენ, რომელთათვისაც მოსკოვის სომხები კამპანიას აწარმოებდნენ.დღეს უკრაინაში დატრიალებულმა ტრაგედიამ, ბუჩასა და მარიუპოლში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის საშინელებამ გონს მოიყვანა უამრავი სომეხი.

დიახ, ყველა მათგანს არ ესმის, რომ ამ დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირები ზუსტად ისეთივე არაადამიანები არიან, ვინც ხოჯალისა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებსა და სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდის ორგანიზება მოახდინა. მაგრამ სომეხი ხალხის თვითგადარჩენის ბანალური ინსტინქტი იმაზე მეტყველებს, რომ შეუძლებელია მკვლელებთან თანაარსებობა. ეს დარჩება „კრიმინალთა თანამზრახველების“ სტიგმად პატარა ქვეყანაზე და სომეხ ხალხზე.

 

დღეს მოსკოველ სომხებს, რომლებიც დიდწილად პასუხისმგებელნი არიან რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, ერევანში უხამსი ეპითეტებით "ამკობენ". და მათთვის უკვე არ არსებობს აზერბაიჯანთან პირდაპირ დიალოგისა და შერიგების დამაბრკოლებელი გარემოება რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე, რომელიც შებღალულია აგრესიითა და დანაშაულებით.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები