ანალიტიკა

სეპარატისტის პატივსაცემად გამართული საფეხბურთო ტურნირი  ქართულ მიწაზე

07.05.22 10:10


ყარაბაღში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს დაღუპული სეპარატისტი მებრძოლის პატივსაცემად, საქართველოში სომხური "ჯავახკის" სეპარატისტებმა მთელი საფეხბურთო ტურნირი გამართეს.

 

ტელეგრამის არხი "ჯავახკი" იუწყება:

 

 https://t.me/jvkhk1/818:

 

„საფეხბურთო ტურნირი მეორე არცახის ომში დაღუპული ჯავახეთის გმირის პატივსაცემად

 

სოფელ აგანაში საფეხბურთო მემორიალური ტურნირი დასრულდა. 3 მაისს შედგა ტურნირის ფინალი, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.

 

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

1 ადგილი - სოფელ აგანას გუნდი

 

მე-2 ადგილი - სოფლის გომანის გუნდი

 

მე-3 ადგილი - სოფელ არაგვას გუნდი.

 

ტურნირი ახალქალაქის რაიონის სოფელ აგანაში 28 აპრილს დაიწყო. ტურნირში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების ფეხბურთის გუნდები მონაწილეობდნენ, სულ 28 გუნდი. ნახევარფინალში გავიდა 4 გუნდი შემდეგი სოფლებიდან: მცირე გონდურა, აგანა, გომანი, არაგვა.

 

მემორიალური ტურნირი გაიმართა მეორე არცახის ომის დროს დაღუპული სოფელ აგანას მკვიდრის, სამველ ოვანისიანის, ასევე ნაადრევად დაღუპული სოფელი ჰაკობ ჰაკობიანისა და ჟირირ კერობიანის ხსოვნის პასტივსაცემად - Jnews-ის წყარო.

 

ამგვარი თავდადება და ღრმა შეგნება ჯავახეთის სომხებში ჭეშმარიტად სასიქადულოა“.

 

"ჯავახკის" სეპარატისტთა მიერ ორგანიზებული აღნიშნული შეჯიბრი მხოლოდ იმ ქვეყნის მკრეხელურ დაცინვად შეიძლება ჩაითვალოს, რომელმაც სეპარატიზმის გამო დაკარგა ტერიტორიის 20% და ჰყავს 300 000-ზე მეტი დევნილი, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ დაბრუნებულან საკუთარ სახლებში. თურმე საქართველოს ერთ-ერთ რაიონში, სეპარატისტი და დაქირავებული მებრძოლი, რომელიც უცხო მიწაზე წავიდა მის მკვიდრთა დასახოცად და განსადევნად, ისევე როგორც ქართველები დახოცეს და გადაასახლეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გმირი აღმოჩნდა, რომლის პატივსაცემადაც იმართება სპორტული შეჯიბრებები.

 

ამ ტურნირის ორგანიზატორები არც კი მალავენ თავიანთ პრეტენზიას ძირძველ ქართულ მიწებზე და განზრახვებს, მოიწვიონ გარე ძალები საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის.

 

გარდაცვლილი სეპარატისტი მებრძოლის პატივსაცემად მსგავსი შეჯიბრის გამართვა სხვა არაფერია თუ არა სეპარატიზმის პროპაგანდა ახალგაზრდებში და მომავალი ბოევიკების შეკრება. ახლა ისინი ფეხბურთს თამაშობენ. შემდეგ ისინი მოაწყობენ სამხედრო წვრთნას, სწავლებას და დივერსიების შესწავლას. შემდეგ კი წამოიწყებენ შეიარაღებულ აჯანყებას მკვლელობებით და გარედან მოიწვევენ აგრესორებს.

 

განა აზერბაიჯანული ყარაბაღის, ქართული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტრაგედიები, ისევე როგორც ის რაც ახლა ხდება უკრაინაში, სადაც შემოჭრა და სისხლიანი ომი სწორედ სეპარატიზმის მხარდასაჭერად დაიწყო არ კმარა გაფრთხილებად საქართველოსთვის?

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები