პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ყველა, ვინც აცხადებს, რომ უნდა დაიწყოს ომი, ის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილია

12.05.22 12:40


ყველა, ვინც დღეს აცხადებს, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს ომი, ის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ქვეყნისთვის საზიანოა. სარჯველაძე აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა რუსი პოლიტოლოგის, ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებას, რომელიც მან „უკრაინა 24“-ის ეთერში გააკეთა.

 

„მიუხედავად ნაციონალობისა, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, მოქალაქეობისა, ყველა, ვინც დღეს აცხადებს, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს ომი, ის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილია. ნებსით თუ უნებლიეთ, ეს საქართველოს მტრობაა. შესაბამისად, რომელ ნაციონალობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ადამიანი, ვინც საქართველოს მოუწოდებს საომარი მდგომარეობის გამოცხადებას, ომში ჩართვას, რასაკვირველია, ეს საქართველოს ინტერესში არ არის.

ესაა, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს ინტერესების მტრობა“, – განაცხადა სარჯველაძემ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები