პოლიტიკა

არ ვგულშემატკივრობ ივანიშვილის სანქცირებას, ეს ქვეყნის დასანქცირება გამოდის - იაგო ხვიჩია

12.05.22 13:40


გირჩის წევრი იაგო ხვიჩია „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ  ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არ ემხრობა. 

 

მისი თქმით, გაუგებარია რატომ წამოიწყო ეს კამპანია „ქართულმა ოცნებამ“.

 

„ეს კამპანია კი არ იცავს ივანიშვილს სანქციებისგან - უფრო აახლოებს ჩემი აზრით. შეძახილმა ხე გაახმოო ხომ გაგიათ? ვერ ვხსნი რატომ დაიწყო ეს კამპანია „ქართული ოცნების“ მხრიდან ასე სინქრონულად. არ ვგულშემატკივრობ ივანიშვილის სანქცირებას იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვეყნის დასანქცირება გამოდის.

 

როცა შენ მაღალჩინოსნებს პოლიტიკური გადაწყვეტილების ან უკრაინის გამო დაასანქცირებენ, გამოდის რომ შენ არ ხარ უკრაინის გულშემატკივარი და  მეორე მხარეს ხარ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები