პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - გზავნილი, რაც მათ შორის, გაჟღერდა ნატო-ს წარმომადგენლებისგან არის ის, რომ საქართველომ რეფორმების ჩემპიონის სტატუსი დაკარგა, როგორ უნდა დავუახლოვდეთ ნატო-ს და ევროკავშირს ამ პირობებში?

12.05.22 16:20


პირდაპირი გზავნილი, რაც მათ შორის, საჯაროდ გაჟღერდა ნატო-ს წარმომადგენლებისგან არის ის, რომ საქართველომ რეფორმების ჩემპიონის სტატუსი დაკარგა, როგორ უნდა დავუახლოვდეთ ნატო-ს და ევროკავშირს ამ პირობებში? - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში ნატო- ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ ალექსანდ ვინიკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, შეხვედრისას მადრიდის სამიტზე ისაუბრეს. ამასთან, როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება" არ ითხოვს დამატებით თავდაცვისუნარიანობას და შეიარაღებას ქვეყნისთვის, ამიტომ მათ შეხვედრაზე ეს საკითხი დააყენეს.

 

„ახლოვდება მადრიდის სამიტი, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მადრიდის სამიტზე განხილული იყოს მეტი ინტეგრაციის საკითხები საქართველოსთვის. სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" არ ითხოვს დამატებით თავდაცვისუნარიანობას და შეიარაღებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ასევე დავაყენეთ ეს საკითხი, რომ ამაზე დაიწყოს მსჯელობა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს იმის შესაბამისად, რომ საქართველოში უნდა გატარდეს დემოკრატიული რეფორმები, რასაც ჩვენგან ითხოვს ნატო და ევროკავშირი. ნატო-ში და ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმებზე, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია, რაც ზოგადად ამ დღის წესრიგშია, ამიტომ თუ "ქართული ოცნება" შეეცდება გაყიდოს ეს შინაარსი, რომ ნატო არ იღებს საქართველოს ან ევროკავშირი, ეს იქნება ტყუილი, რადგან ნატოსა და ევროკავშირში მიმავალი ყველა გზა ჩვენს ხელთაა. თუ სასამართლო კლანურია, არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, თუ სუს-ი, პოლიცია მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ვერც ნატო, ვერც ევროკავშირი ვერ მიგიღებს,"- განაცხადა ვაშაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები