პოლიტიკა

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ

12.05.22 17:20


“სტრატეგია აღმაშენებლის” და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

 

პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს ამერიკაში ვიზიტის დეტალებიც გააცნეს.

 

პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

 

„მადრიდის სამიტი ახლოვდება. სამწუხაროდ, ვფიქრობ, “ქართული ოცნება” არ მუშაობს იმისთვის, რომ ნატო-სთან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენმა ამერიკაში ვიზიტმა დაგვანახა, რომ შეგვიძლია უფრო ღრმა თანამშრომლობის საკითხები დავაყენოთ. მათ შორის, საქართველომ მაპ-ის მოპოვებასთან დაკავშირებით საკითხი კვლავ უნდა დააყენოს. უკრაინასთან დაკავშირებით მსჯელობებია, რომ შეიძლება ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გარღვევა იყოს და ამ გარღვევაში აუცილებლად უნდა იყოს საქართველოც”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები