პოლიტიკა
12.05.22 17:40
უკრაინა დიდი სახელმწიფოა, იგი შეიძლება შეიარაღდეს და შვეიცარიის სტილის ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს. ეს ძალიან რთული იქნება საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს საკითხებზე დიდი ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ჯონათან ჯანოგლიმ განაცხადა.
„ჩვენ უდიდესი სახელმწიფო ვართ და ვართ ნატოს წევრი. გვაქვს ძალაუფლება. გვაქვს იარაღის წარმოების ინდუსტრია, საქართველოს არ აქვს. ჩვენ ალიანსის წევრი ვართ, თუ თავს დაგვეხსმიან, გვაქვს ალიანსის მხარდაჭერა. საქართველოს არ აქვს.
მათ კონსტიტუციაში ჩაწერილია სურვილი, რომ გაწევრიანდნენ ალიანსსა და ევროკავშირში. უკრაინამ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს ახსენა, რომ შესაძლოა ნეიტრალური სტატუსი განიხილოს და აღარ შეუერთდნენ ნატოს, რეფერენდუმის საფუძველზე. ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრობლემას წარმოადგენს. უკრაინა დიდი სახელმწიფოა, იგი შეიძლება შეიარაღდეს და შვეიცარიის სტილის ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს. ეს ძალიან რთული იქნება საქართველოსთვის. უკრაინამ ომის დაწყების დღეს იმაზე დიდი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე საქართველოს მთლიანად გააჩნია. ასე რომ ზომებსაც უნდა შევხედოთ, საქართველოს უსაფრთხოება მჭიდრო კავშირშია ალიანსში გაწევრიანებასთან. თუკი უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო იქნება, რუსეთის მთელი ყურადღება საქართველოზე გადაინაცვლებს“, - განაცხადა ჯანოგლიმ.
კითხვაზე, თუ რუსეთი უკრაინაში მოიგებს, რამდენად რეალურია საქართველოში შეჭრა? ჯანოგლის პასუხი ასეთია: „ეს შესაძლებელია და ცხადია ქართველებს ეს ძალიან აშფოთებთ. მათ ახსოვთ 2008 წლის ომი, როდესაც საქართველო სრულიად მარტო დატოვეს. თუმცა მონეტას მეორე მხარეც აქვს. რუსეთს უყვარს, რომ მეზობელ ქვეყნებს ნეიტრალურად ეპყრობა, საქართველოს უამრავი რუსი სტუმრობს, შეიძლება რუსეთს არ სურს გაღიზიანება, თუმცა ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ პუტინს აქვს. სავსებით მესმის ქართველების შიში პოტენციურ საფრთხეებზე, შესაძლო შეჭრაზე“.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6069 ლარი გახდა
18:0009.06.23
-
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა
17:4009.06.23
-
რევაზ სოხაძემ ოპოზიცია შინდისთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა
17:2009.06.23
-
17:0009.06.23
-
ჯაბა სამუშია კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
16:3009.06.23
-
16:0009.06.23
-
15:2009.06.23
-
15:0009.06.23
-
ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
14:4009.06.23
-
სარკინიგზო კავშირი ზანგეზურის დერეფნის გასწვრივ და ირან-საქართველოს ტრანზიტის ზრდა
14:2009.06.23
-
სარკინიგზო კავშირი ზანგეზურის დერეფნის გასწვრივ და ირან-საქართველოს ტრანზიტის ზრდა
14:0009.06.23
-
13:3009.06.23
-
ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს
13:0009.06.23
-
I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 13.7%-ით შემცირდა — საქსტატი
12:3009.06.23
-
12:0009.06.23
-
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელა
11:3009.06.23
-
სარკეში ჩახედვა არაა საჭირო, ბოლო 3 რეზოლუციას ჩახედონ – პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს
11:0009.06.23
-
ნაჩო სანჩეს ამორი: დეპოლარიზაცია არ არის ის, რაც შეიძლება მხოლოდ მთავრობას მოვთხოვოთ
10:4009.06.23
-
„საქართველოს მხრიდან აფხაზეთის აღიარება აუცილებლად მოხდება“ - ინალ არძინბა
10:2009.06.23
-
10:0009.06.23
-
18:0008.06.23
-
17:4008.06.23
-
ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დაიწყო
17:2008.06.23
-
17:0008.06.23
-
16:4008.06.23
-
16:2008.06.23
-
16:0008.06.23
-
15:4008.06.23
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
15:2008.06.23
-
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს მიერ ევროპულ გზაზე მიღწეული პროგრესი უდავოა
15:0008.06.23
-
ოთარ შამუგია საქართველოში FAO-ს წარმომადგენელს, რაიმუნდ იელეს შეხვდა
14:3008.06.23
-
აფხაზეთში სომეხი ექსტრემისტები „წყვეტდნენ“ ვის ეცხოვრა და ვის არა საქართველოში
14:0008.06.23
-
აფხაზეთში სომეხი ექსტრემისტები „წყვეტდნენ“ ვის ეცხოვრა და ვის არა საქართველოში
13:4008.06.23
-
13:0008.06.23
-
ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართება
12:4008.06.23
-
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი პარიზში გრძელდება
12:2008.06.23