პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილი: ეს გაუთავებელი მოთხოვნები პატიმარ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით შეგნებულად ისმის, რომ ვითარება მის გარშემო მუდმივად იყოს დაძაბული

13.05.22 12:00


მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, თუმცა მისი ოჯახის წევრები და თანაპარტიელები მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა საკითხზე საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ეს „გაუთავებელი მოთხოვნები" ისმის შეგნებულად, რომ ვითარება პატიმრის გარშემო მუდმივად იყოს დაძაბული.

 

„მას ჩაუტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა, ისე რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დარწმუნებული ვარ არ ემუქრება. ეს გაუთავებელი მოთხოვნები მის გადაყვანასთან დაკავშირებით კეთდება შეგნებულად, კეთდება იმისთვის რომ ვითარება პატიმარ სააკაშვილის გარშემო მუდმივად იყოს დაძაბული“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები