პოლიტიკა
19.05.22 13:00
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსმა მრჩეველმა, დერეკ შოლემ უკვე დაიწყო შეხვედრები. პირველი შეხვედრა მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სომონიშვილი ამბობს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების რეფორმაზე.
„რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე ძირითადად ჩვენი მხრიდან იყო ინფორმაცია მიწოდებული. მათ განსაკუთრებით შეკითხვები ჰქონდათ მართლმსაჯულების სისტემაზე, როგორ იმართება რეალურად მართლმსაჯულების სისტემა, როგორ არის ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იყო საუბარი წამოჭრილი იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში რეფორმის ჩატარება მართლმსაჯულების სისტემაში, რომელიც არის არსებითად პოლიტიზებული, როგორ იმართება ის კლანის მხრიდან, როგორ არის ის გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან ისეთ საკითხებში, მაგალითად, როგორიც არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საქმეები, როგორ არის ის გამოყენებული მედიის წინააღმდეგ. ასევე, ჩვენი მხრიდან იყო საუბარი ნიკა გვარამიას საქმეზეც და მოტანილი იყო მაგალითად, თუ როგორ არის გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემა მისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს იყო მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, მართლმსაჯულების სისტემის და არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, საქართველოს გაძლიერება დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრით სწორედაც იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუციები, რომლებიც პირდაპირ ვთქვათ, რომ არ აქვს ჩვენს ქვეყანას. დერეკ შოლეს განსაკუთრებული ინტერესი და შეკითხვები ჰქონდა სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ კლანთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ინტერესის სფერო იყო სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან რუსული გავლენების არსებობა ქვეყანაში“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24