პოლიტიკა
20.05.22 10:30
იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. რატი ბრეგაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებისათვის გატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამინისტროს განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციიდან ერთი წლის თავზე არაერთი დაპირებაა შესრულებული.
„დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“; საქართველოს 6 დიდ ქალაქში განთავსდა პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა „PROBBOX“; ამოქმედდა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მიწების აზომვა და რეგისტრაცია.
გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – გაიხსნა 5 ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ 6 მუნიციპალიტეტში; დამატებით ერთი საზოგადოებრივი ცენტრი ამოქმედდება თბილისში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა ახალციხეში.
დაფუძნდა და გამოიცა ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“; იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“); ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან.
სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ადმინისტრაციულ ერთეულებში – საგურამოში, გამარჯვებაში, მარტყოფში, შუახევში, ადიგენში, ასპინძაში, კაჭრეთში, ქედაში, ხობში, ზესტაფონში, სიღნაღსა და ამბროლაურში; სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ.
მნიშვნელოვანი რეფორმებია პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში – გაძლიერდა პატიმართა დასაქმების პროგრამები; გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება; რემონტდება მოედნები; მიმდინარეობს რეგულარული წვრთნები, პრობაციის ბიუროების გახსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში; რეფერირების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისათვის.
ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს სამსახურების ხელმძღვანელები, სისტემის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მოსავლის აღება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თანამედროვე "მომთაბარე სოფლის მეურნეობა"
16:0003.07.22
-
მოიშორებს თუ არა პუტინი ლავროვ-კალანტარიანს?
21:5002.07.22
-
ალექსის ოჰანიანი ერთდროულად აფინანსებს "არცახის" და "ჯავახკის" სეპარატისტებს
21:4002.07.22
-
18:0001.07.22
-
17:4001.07.22
-
17:2001.07.22
-
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება
17:0001.07.22
-
16:4001.07.22
-
16:2001.07.22
-
სასამართლომ მარნეულში ეკლესიის დაფინანსება დისკრიმინაციულად მიიჩნია
16:0001.07.22
-
„ამხანაგო“ ხელისუფლებავ! მიდიხართ რუსული ხომალდისკენ“ - თაკო ჩარკვიანი
15:4001.07.22
-
ვოლსკი საფრანგეთში საქართველოს ყოფილს ელჩს არაკომპეტენტურს უწოდებს
15:2001.07.22
-
15:0001.07.22
-
14:3001.07.22
-
14:0001.07.22
-
13:4001.07.22
-
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე იმსჯელებს
13:2001.07.22
-
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
13:0001.07.22
-
საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
12:4001.07.22
-
12:2001.07.22
-
ირაკლი ქარსელაძე ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა ვალეანის შეხვდა
12:0001.07.22
-
11:4001.07.22
-
11:2001.07.22
-
11:0001.07.22
-
10:4001.07.22
-
ოხანაშვილის მიერ ვატო წერეთელის ცემაზე აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს
10:2001.07.22
-
10:0001.07.22
-
18:0030.06.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9283 ლარი გახდა
17:4030.06.22
-
17:2030.06.22
-
აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
17:0030.06.22
-
16:4030.06.22
-
ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ლევან ჟორჟოლიანი თანამომხსენებლად წარსდგა
16:2030.06.22
-
ევროკავშირში ღირსეული დამოკიდებულებით უნდა შევიდეთ, ეს არის ჩვენი მიზანი - მიხეილ ყაველაშვილი
16:0030.06.22
-
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
15:4030.06.22
-
15:2030.06.22