პოლიტიკა
20.05.22 11:45
გვარამია ევროკავშირი კი არ არის, ის არის ყოფილი გენპროკურორი, რომელიც იმ გუნდის ლიდერი იყო და იმ გუნდის პარტიული ფუნქციონერია დღესაც, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანებს საერთოდ უსაფუძვლოდ იჭერდნენ და უსჯიდნენ გრძელვადიან სასჯელებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, გვარამია არის პოლიტიკური ფუნქციონერი, დამნაშავე, რომელიც ამოფარებული იყო მედიას და პოლიტიკას.
„გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნისდროს კახეთში ადამიანი გაასამართლეს მკვლელობის გამო და რამდენიმე ადამიანი გვამის გადამალვისთვისგაასამართლეს.
ეს „მოკლული“ ადამიანი სოფელში დაბრუნდა და არ იფიქროთ, რომ გაათავისუფლეს დაპატიმრებული ხალხი. მათ ბრალდებები შეუცვალეს, იმდენად შეკერილი საქმე იყო. ეს ერთი მაგალითია. წარმოიდგინეთ, რამხელა სიყალბე იყო მართლმსაჯულების სისტემა. მაგალითად, კონკრეტულად გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტიდან დაწყებული ბოლო საჯარო მოხელით, ერთი ვერტიკალი იყო აწყობილი, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ მუშაობდა. ეს ადამიანი არის პოლიტიკური ფუნქციონერი, დამნაშავე, რომელიც ამოფარებული იყო მედიას და პოლიტიკას.
ევროპული სასამართლო ის კი არ არის, რომელიც პოლიტიკურ კალენდარს ითვალისწინებს, რომელიც პარტიებს ურეკავს და ეკითხება, შეიძლება ახლა ამაზე ვიმსჯელოთ? ეს არ არის ევროპული სასამართლო. ევროპული სასამართლო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც პოლიტიკოსებსა და პარტიებს კი არ უთანხმებს, როდის რა გააკეთოს, არამედ კანონის თანახმად მიჰყვება პროცესს და შესაბამისად, თუ ვინმემ დააშავა იმას ასამართლებს და აძლევს პასუხისგებაში. ეს არის კანონის უზენაესობა. ნოდარ მელაძისა და ჟურნალისტების საქმეზე რომ გამოიტანა გადაწყვეტილება სასამართლომ ერთი კვირით ადრე, ტაშს რომ უკრავდნენ სასამართლოს, ძალიან კმაყოფილები იყვენენ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგივე სასამართლომ როდესაც გვარამიასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ახლა ამბობენ, რომ ეს არის ცუდი სასამართლო და უსამართლო. ერთი კვირით ადრე კი ძალიან კარგი და სამართლიანი იყო სასამართლო. საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ, მეგობრებო?“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
წყარო : /www.ghn.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24