პოლიტიკა
20.05.22 15:30
დამოუკიდებელ საზედამხედველო და მარეგულირებელ ორგანოებს პარლამენტის ცხოვრებაში განსაკუთრებული ფუნქცია აქვთ და ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მათი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და დამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების პრეზენტაციაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირს, გაეროს განვითარების ფონდსა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს პარლამენტთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერების მიმართულებით.
„მადლობას მოგახსენებთ კვლევის ჩატარებისთვის და პრეზენტაციისთვის, რომელსაც დღეს ვიხილავთ. დამოუკიდებელ საზედამხედველო და მარეგულირებელ ორგანოებს პარლამენტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მათი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და დამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმისა და ახალი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.
„პარლამენტის ახალი რეგლამენტის და საკონსტიტუციო რეფორმის მიხედვით, პარლამენტი თვისებრივად სხვა განზომილებაში გადავიდა, რომელიც მას აძლევს საპარლამენტო ზედამხედველობის ისეთ დამატებით ინსტრუმენტებს, რაც აქამდე არ ჰქონია. ვაკვირდებით, რომ დღითი დღე ამ ინსტრუმენტების გამოყენება უფრო ინტენსიურად ხდება. ანგარიშვალდებულების შეგრძნება მთავრობის მხრიდან პარლამენტის მიმართ გაზრდილია. სტატისტიკურადაც რომ შევხედოთ, კონტაქტს მთავრობასა და პარლამენტს შორის, შეუდარებელია წინა მოწვევის პარლამენტთან.
მომავალ კვირას პარლამენტში მინისტრის საათი და ოთხი მინისტრის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია გაიმართება. ასე რომ, მომავალი კვირაც იქნება დასტური იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მექანიზმები და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ეგულებოდეს ასეთი დამოუკიდებელი საზედამხედველო და მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოები, რომლებიც მას ობიექტურ სურათს მიაწვდიან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით საინტერესოა ჩატარებული კვლევის შედეგების და კვლევაში ასახული მიგნებების მოსმენა. მან ისაუბრა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციაზეც.
„პარლამენტის ახალი რეგლამენტი რამდენიმე წელია, ამოქმედდა და უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ მისი მოქმედების ეფექტიანობას და ინსტრუმენტების გაძლიერების საჭიროებას დავაკვირდეთ. ვფიქრობ, რომ მიმდინარე მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი ამოცანა იქნება, რეგლამენტის მოქმედებისა და გათვალისწინებული ინსტრუმენტების ეფექტიანობის შეფასება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მოსავლის აღება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თანამედროვე "მომთაბარე სოფლის მეურნეობა"
16:0003.07.22
-
მოიშორებს თუ არა პუტინი ლავროვ-კალანტარიანს?
21:5002.07.22
-
ალექსის ოჰანიანი ერთდროულად აფინანსებს "არცახის" და "ჯავახკის" სეპარატისტებს
21:4002.07.22
-
18:0001.07.22
-
17:4001.07.22
-
17:2001.07.22
-
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება
17:0001.07.22
-
16:4001.07.22
-
16:2001.07.22
-
სასამართლომ მარნეულში ეკლესიის დაფინანსება დისკრიმინაციულად მიიჩნია
16:0001.07.22
-
„ამხანაგო“ ხელისუფლებავ! მიდიხართ რუსული ხომალდისკენ“ - თაკო ჩარკვიანი
15:4001.07.22
-
ვოლსკი საფრანგეთში საქართველოს ყოფილს ელჩს არაკომპეტენტურს უწოდებს
15:2001.07.22
-
15:0001.07.22
-
14:3001.07.22
-
14:0001.07.22
-
13:4001.07.22
-
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე იმსჯელებს
13:2001.07.22
-
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
13:0001.07.22
-
საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
12:4001.07.22
-
12:2001.07.22
-
ირაკლი ქარსელაძე ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა ვალეანის შეხვდა
12:0001.07.22
-
11:4001.07.22
-
11:2001.07.22
-
11:0001.07.22
-
10:4001.07.22
-
ოხანაშვილის მიერ ვატო წერეთელის ცემაზე აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს
10:2001.07.22
-
10:0001.07.22
-
18:0030.06.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9283 ლარი გახდა
17:4030.06.22
-
17:2030.06.22
-
აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
17:0030.06.22
-
16:4030.06.22
-
ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ლევან ჟორჟოლიანი თანამომხსენებლად წარსდგა
16:2030.06.22
-
ევროკავშირში ღირსეული დამოკიდებულებით უნდა შევიდეთ, ეს არის ჩვენი მიზანი - მიხეილ ყაველაშვილი
16:0030.06.22
-
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
15:4030.06.22
-
15:2030.06.22