პოლიტიკა
23.05.22 14:50
საქართველოს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება. პროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება, ინიციატორი მთავრობაა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებების შედეგად გაიზრდება პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის ჩართულობა დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში. კერძოდ, საქართველოს დაზვერვის სამსახურს ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება მიეცემათ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით.
ინიციატივის მიხედვით, სამსახურის უფროსი ვალდებული იქნება, საქართველოს დაზვერვის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს პრემიერ-მინისტრს, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (სამმართველოს უფროსის და უფრო მაღალ თანამდებობაზე, დაზვერვის ოფიცრის მეექვსე და უფრო მაღალ კატეგორიაზე) დანიშვნა, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურის წარმომადგენლების მივლენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს დაზვერვის სამსახურში ოპერატიული ან ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილების შემთხვევაში.
კანონპროექტში საუბარია სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებზეც. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებში სამსახურებრივი დისციპლინის „უხეში“ დარღვევა შეიცვლება „მძიმე დისციპლინური გადაცდომით“, რომელსაც ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ასევე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საკმარისი იქნება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნისთვის და დამატებით გარემოებად აღარ იქნება მითითებული „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევები“.
ამასთან, პროექტით, „საპენსიო ასაკი“ აღარ იქნება პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი, ვინაიდან მსგავს რეგულაციას არ ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი არც ერთი სამართლებრივი აქტი. ასევე სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებს დაემატება – პირის „გარდაცვლილად გამოცხადება“ და „გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოსამსახურის არადამაკმაყოფილებელი შეფასება“.
ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გარდა, მთავრობა განმარტავს, რომ სწორდება კანონში არსებული არასწორი ჩანაწერი, რომლის თანახმად, საქართველოს პროკურატურას უნდა განეხორციელებინა სამსახურებრივი ზედამხედველობა დაზვერვის სამსახურის საქმიანობაზე. მთავრობის ცნობით, კანონპროექტით ხდება აღნიშნული რეგულაციის გაუქმება, ვინაიდან მსგავს რეგულაციას სადაზვერვო სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე არ ითვალისწინებს არც „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ კანონი.
„გარდა ამისა, სამსახური არ წარმოადგენს საგამოძიებო ორგანოს და ის არ ახორციელებს არც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ შედის „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ვინაიდან ამავე კანონის 21-ე მუხლის მიხედვით პროკურატურა ახორციელებს ყველა სახის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობას”, – განმარტავს მთავრობა.
კანონპროექტით, სამსახურს მიენიჭება ელექტრონული დოკუმენტის შექმნის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების უფლებამოსილება.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს – ელისაშვილი
18:0028.06.22
-
17:4028.06.22
-
17:2028.06.22
-
17:0028.06.22
-
16:3028.06.22
-
16:0028.06.22
-
ნინო წილოსანი და მიხეილ სარჯველაძე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
15:2028.06.22
-
15:0028.06.22
-
საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი 1 წლით აიკრძალება
14:4028.06.22
-
14:2028.06.22
-
შალვა პაპუაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შეხვდა
14:0028.06.22
-
თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
13:4028.06.22
-
13:2028.06.22
-
13:0028.06.22
-
გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ
12:4028.06.22
-
12:2028.06.22
-
ირაკლი ბერაია: მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს სამიტზე ადგილი ეთმობა საქართველოს მხარდაჭერის ახალ ზომებს
12:0028.06.22
-
ზურაბ აზარაშვილი UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
11:4028.06.22
-
11:2028.06.22
-
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ
11:0028.06.22
-
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, მადრიდში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
10:4028.06.22
-
ოკუპანტების ფსიქოლოგიური ტერორი - ხურვალეთში ე.წ. საგუშაგოს სასაფლაოს თავზე აშენებენ
10:2028.06.22
-
10:0028.06.22
-
საქართველოსა და სომხეთს ვიზიტით გერმანიის ფედერალური მინისტრი სვენია შულცე ეწვევა
18:0027.06.22
-
ოთარ შამუგია USAID საქართველოს მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს შეხვდა
17:4027.06.22
-
ილჰამ ალიევი სომხეთს აფრთხილებს - "რკინის მუშტი" ადგილზეა, არავინ დაივიწყოს"
17:2027.06.22
-
17:0027.06.22
-
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
16:3027.06.22
-
პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ისე დაასრულა, რომ სახალხო დამცველს არ მოუსმინა
16:0027.06.22
-
15:3027.06.22
-
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
15:0027.06.22
-
14:4027.06.22
-
შალვა ნათელაშვილი: ტექნიკური მთავრობაც, ყველა სხვა საკითხიც უნდა მიებას ახალი არჩევნების საკითხს
14:2027.06.22
-
14:0027.06.22
-
ბათუმში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია გაიმართა
13:4027.06.22
-
13:2027.06.22