პოლიტიკა

რომან გოცირიძე კობახიძის შეთავაზებაზე: თავად ჩამოწერონ, რა გააკეთეს უკრაინის მხარდასაჭერად

23.05.22 15:20


საქართველოს ხელისუფლების ყველა განცხადება იყო ანტიუკრაინული. მთელი ქმედება, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოთქმული რიტორიკა, აშკარად მიუთითებდა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იყო სოლიდარული უკრაინის მიმართ. ოპოზიციისადმი გადაბრალების ეს ნაცადი ხერხი, არავის სჯერა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განცხადა.

 

„პარლამენტში ყოველდღეა დისკუსია. რაიმე ლოგიკური პასუხი მოგისმენიათ? რაიმე დალაგებული პასუხი იმ კითხვებზე, რასაც ჩვენი საზოგადოება სვამს“, - აღნიშნა გოცირიძემ.

 

მან ასევე უპასუხა ირაკლი კობახიძის შეთავაზებას საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ხელისუფლებამ თავად უნდა ჩამოწეროს, თუ რა გააკეთეს უკრაინის მხარდასაჭერად.

 

„თვითონ ჩამოწერონ რა გააკეთეს“, - თქვა გოცირიძემ.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოპოზიციას მიმართა, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები