პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად, ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებს ოპოზიცია, რომ კიდევ რამე იყო გასაკეთებელი

23.05.22 18:00


საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებშია, რომ მეგობარ ქვეყანას, უკრაინას დავუდგეთ გვერდში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ.

 

„ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებს ოპოზიცია, რომ კიდევ რამე იყო გასაკეთებელი, გარდა იმისა, რომ ბევრის თავში არის სურვილი, რომ საქართველო ომში ჩაერთოს და საქართველო გახდეს ომის მხარე“, - აღნიშნა სუბარმა.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოპოზიციას მიმართა, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები