პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - ნარატივი დაალაგეს, რომ სამსახურის ავტომანქანის სარგებლობისთვის დასაჯეს ნიკა გვარამია, როგორ "ფეიკთან" გვაქვს საქმე - სამსახურის საერთოდ არ ყოფილა ის ავტომანქანა

24.05.22 11:00


ერთი კვირის განმავლობაში ნარატივი დაალაგეს, რომ სამსახურის ავტომანქანის სარგებლობისთვის დასაჯეს ადამიანი და როგორ “ფეიკთან” გვაქვს საქმე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამსახურის საერთოდ არ არის ის ავტომანქანა, რომელზეც ისინი საუბრობენ", - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მანქანა, რომელზეც საუბრობენ და მთელი ნარატივი ააგეს, ,,რუსთავი 2-ის’’ საკუთრება არ ყოფილა.

 

მისი თქმით, ნიკა გვარამიამ თავისი მეგობრის კომპანიას გაუფორმა ე.წ. ბარტერი და ტელეკომპანიას 67 000 ევროს ზარალი მიაყენა, “რომ აღარაფერი ვთქვათ, 6 მილიონ 700 000 ლარზე“.

 

,,რუსთავი 2’’-ის არასდროს ყოფილა ის ავტომანქანა. ნიკა გვარამიამ თავისი მეგობრის კომპანიის სახელზე გააფორმებინა და 67 000 ევროს ზიანი მიაყენა კომპანიას - ანუ, ბარტერი გააკეთა ,,რუსთავი 2’’-მა. ,,რუსთავი 2’’-ის არასდროს ყოფილა ის ავტომანქანა. ანუ, როგორ „ფეიკთან“ და სკანდალთან გვაქვს საქმე, რომ ერთი კვირის განმავლობაში ალაგებდნენ ნარატივს, რომ სამსახურის ავტომანქანის მოხმარებისთვის დააკავეს. რატომ დაჰყავს პრემიერ-მინისტრს თავისი შვილები ავტომანქანით, რომ საჯარო მოხელეების შვილები დადიან სკოლაში. აი, ამ სიღრმეებში შევიდნენ და ამ დროს, ნიკა გვარამიას მაშინდელი სამსახურის არასდროს ყოფილა ეს ავტომანქანა. თავი რომ დავანებოთ იმ ზიანს, რაც მან კომპანიას 6 მილიონ 700 000-ის ფარგლებში მიაყენა. 220-ე მუხლი, სწორედ იმას გულისხმობს, რომ საკუთარი ორგანიზაციის საწინააღმდეგო მოქმედებაა ხდება მენეჯერის მხრიდან. თუ ეს ქმედება ჩაიდინა ადამიანმა, თუ დანაშაული გვაქვს ჩადენილი, რა მნიშვნელობა აქვს მედია მენეჯერია თუ არა. ეს არის, სწორედ ანტიდასავლური ფეიკრიტორიკა. ეს არის, სწორედ დასავლეთის საწინააღმდეგო, ეს არის სწორედ დემოკრატიის და სამართლიანობის პრინციპის საწინააღმდეგო ფეიკ-მოქმედებები, რომელსაც "ნაცმოძრაობა" - ომისა და ღალატის პარტია ახორციელებს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები