პოლიტიკა
26.05.22 16:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე ქართველი ერის ერთიანობისა და სიამაყის დღესასწაულია.
მისი განმარტებით, ეს დღე თითოეულ ჩვენგანს გვახსენებს პასუხისმგებლობას სამშობლოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ. ამ კონტექსტით ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის წინაშე ქართველი ჯარისკაცებისა და ვეტერანების წვლილი აღნიშნა.
საკუთარ სიტყვაში განსაკუთრებით გამოყო ქვეყნის თავისუფლებისა და მსოფლიოს მშვიდობისთვის ბრძოლაში გმირი მეომრების თავგანწირვა, ასევე დაჭრილ-დაშავებული სამხედროები, რომლებიც დღესაც ქვეყნის სამსახურში არიან.
„მე ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და სამშობლოს სიყვარულით სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძე მიესალმა რეკრუტებს, რომლებმაც დღეს დადეს ფიცი და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. მან სამხედროებს წინაპრების მხედრული ტრადიციების ღირსეულად გაგრძელება უსურვა.
თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე, ასევე მიულოცა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, აფხაზ და ოს ძმებს, რომელთა წვლილი საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვასა თუ მის აღდგენაში დიდია.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს – ელისაშვილი
18:0028.06.22
-
17:4028.06.22
-
17:2028.06.22
-
17:0028.06.22
-
16:3028.06.22
-
16:0028.06.22
-
ნინო წილოსანი და მიხეილ სარჯველაძე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
15:2028.06.22
-
15:0028.06.22
-
საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი 1 წლით აიკრძალება
14:4028.06.22
-
14:2028.06.22
-
შალვა პაპუაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შეხვდა
14:0028.06.22
-
თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
13:4028.06.22
-
13:2028.06.22
-
13:0028.06.22
-
გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ
12:4028.06.22
-
12:2028.06.22
-
ირაკლი ბერაია: მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს სამიტზე ადგილი ეთმობა საქართველოს მხარდაჭერის ახალ ზომებს
12:0028.06.22
-
ზურაბ აზარაშვილი UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
11:4028.06.22
-
11:2028.06.22
-
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ
11:0028.06.22
-
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, მადრიდში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
10:4028.06.22
-
ოკუპანტების ფსიქოლოგიური ტერორი - ხურვალეთში ე.წ. საგუშაგოს სასაფლაოს თავზე აშენებენ
10:2028.06.22
-
10:0028.06.22
-
საქართველოსა და სომხეთს ვიზიტით გერმანიის ფედერალური მინისტრი სვენია შულცე ეწვევა
18:0027.06.22
-
ოთარ შამუგია USAID საქართველოს მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს შეხვდა
17:4027.06.22
-
ილჰამ ალიევი სომხეთს აფრთხილებს - "რკინის მუშტი" ადგილზეა, არავინ დაივიწყოს"
17:2027.06.22
-
17:0027.06.22
-
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
16:3027.06.22
-
პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ისე დაასრულა, რომ სახალხო დამცველს არ მოუსმინა
16:0027.06.22
-
15:3027.06.22
-
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
15:0027.06.22
-
14:4027.06.22
-
შალვა ნათელაშვილი: ტექნიკური მთავრობაც, ყველა სხვა საკითხიც უნდა მიებას ახალი არჩევნების საკითხს
14:2027.06.22
-
14:0027.06.22
-
ბათუმში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია გაიმართა
13:4027.06.22
-
13:2027.06.22