პოლიტიკა

დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ჩართულობა იზრდება

26.05.22 18:00


დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ჩართულობა იზრდება.

 

პარლამენტს განსახილველად “საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომლის მიხედვით, საქართველოს დაზვერვის სამსახურს ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მიეცემა.

 

ამასთან, დაზვერვის სამსახურის უფროსი ვალდებული იქნება სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს. ასეთ ვალდებულებას მოქმედი კანონი არ ითვალისწინებდა.

 

ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, სამსახურში მიღებული პირები გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან და სპეციალური მომზადების კურსების/პროგრამის გავლას დაექვემდებარებიან. სამსახურში გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურეები სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებულ შესაბამის სპეციალური მომზადების კურსს გაივლიან. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნული კურსების გავლისგან გათავისუფლებისა ან მათი ხანგრძლივობის შემცირების შესაძლებლობას, რომელიც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, დეტალურად სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით იქნება განსაზღვრული.

 

კანონპროექტი დაზვერვის სამსახურმა მოამზადა და განსახილველად პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები