პოლიტიკა
27.05.22 13:20
მე როგორც მთავრობის მეთაური გაძლევთ პირობას, რომ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში, საჭირო არის მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია და ვფიქრობ, ყველა ის სხვა დაწესებულება, როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები, ანსამბლები და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საპატრიარქოს წარმომადგენლობებს.
„ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დედა ეკლესიის წარმომადგენლობებს, საპატრიარქოს წარმომადგენლობებს უცხოეთში. მე მახსოვს პირადად, ყოველ კვირას, დიასპორის წარმომადგენლები ვიკრიბებოდით ეკლესიაში. ამას რატომ ვამბობ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მე როგორც მთავრობის მეთაური გაძლევთ პირობას, რომ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში, საჭიროა მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია და ვფიქრობ, ყველა ის სხვა დაწესებულება, როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები, ანსამბლები ასე შემდეგ, ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვიხარია თქვენი დროებით დაბრუნება საქართველოში, მაგრამ ჩვენი ყველას დიდი ოცნება არის თქვენი საბოლოოდ დაბრუნება საქართველოში. მესმის, რომ ამ ყველაფერს სჭირდება მომზადება, შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ყველას გვიმოგზაურია, გვიცხოვრია უცხოეთში და მაინც, როდესაც ცხოვრობ უცხოეთში, თავს ვერ თვლი სრულფასოვნად, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება, იყო იმ ქვეყნის მოქალაქეც. ეს მაინც არ არის ჩვენი ბუნებრივი სამშობლო, ჩვენი დედა სამშობლო, ამიტომ, რა თქმა უნდა, მე კიდევ და კიდევ ვუერთდები იმ მოწოდებას და იმ ჩვენს დიდ ოცნებას, სურვილს, რომ ყველა ქართველი დაუბრუნდეს ჩვენს მიწას საბოლოო ჯამში და რა თქმა უნდა, მანამდე ჩვენ ყველა ვემსახუროთ ჩვენს საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს – ელისაშვილი
18:0028.06.22
-
17:4028.06.22
-
17:2028.06.22
-
17:0028.06.22
-
16:3028.06.22
-
16:0028.06.22
-
ნინო წილოსანი და მიხეილ სარჯველაძე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
15:2028.06.22
-
15:0028.06.22
-
საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი 1 წლით აიკრძალება
14:4028.06.22
-
14:2028.06.22
-
შალვა პაპუაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შეხვდა
14:0028.06.22
-
თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
13:4028.06.22
-
13:2028.06.22
-
13:0028.06.22
-
გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ
12:4028.06.22
-
12:2028.06.22
-
ირაკლი ბერაია: მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს სამიტზე ადგილი ეთმობა საქართველოს მხარდაჭერის ახალ ზომებს
12:0028.06.22
-
ზურაბ აზარაშვილი UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
11:4028.06.22
-
11:2028.06.22
-
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ
11:0028.06.22
-
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, მადრიდში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
10:4028.06.22
-
ოკუპანტების ფსიქოლოგიური ტერორი - ხურვალეთში ე.წ. საგუშაგოს სასაფლაოს თავზე აშენებენ
10:2028.06.22
-
10:0028.06.22
-
საქართველოსა და სომხეთს ვიზიტით გერმანიის ფედერალური მინისტრი სვენია შულცე ეწვევა
18:0027.06.22
-
ოთარ შამუგია USAID საქართველოს მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს შეხვდა
17:4027.06.22
-
ილჰამ ალიევი სომხეთს აფრთხილებს - "რკინის მუშტი" ადგილზეა, არავინ დაივიწყოს"
17:2027.06.22
-
17:0027.06.22
-
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
16:3027.06.22
-
პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ისე დაასრულა, რომ სახალხო დამცველს არ მოუსმინა
16:0027.06.22
-
15:3027.06.22
-
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
15:0027.06.22
-
14:4027.06.22
-
შალვა ნათელაშვილი: ტექნიკური მთავრობაც, ყველა სხვა საკითხიც უნდა მიებას ახალი არჩევნების საკითხს
14:2027.06.22
-
14:0027.06.22
-
ბათუმში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია გაიმართა
13:4027.06.22
-
13:2027.06.22