ანალიტიკა

"...ჩვენ ამ საოცარი ქვეყნის მკვიდრნი ვართ... " - საჩუქრებს არიგებს აფხაზეთის "მფლობელი" რუბენ თუთულიანი

08.06.22 19:30


რა უნდა ვუწოდოთ "დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტს", რომელიც  როგორც "ქორწილის გენერალი", მონაწილეობს კრიმინალური ავტორიტეტის მიერ "საჩუქრების" დარიგების პროცესში? იგი არა მხოლოდ მარიონეტი, არამედ ბანდიტის "შნირია".

 

სწორედ ამ ფუნქციით ესწრებოდა სეპარატისტი - "აფხაზეთის პრეზიდენტი" ასლან ბჟანია აფხაზეთის "ბატონის" - კრიმინალური ავტორიტეტის რუბენ ტატულიანის პომპეზურ "საჩუქრების დარიგების" ცერემონიას.

 

ინტერნეტში გავრცელდა მჭერმეტყველი ვიდეო საჩუქრების დარიგებისა რუბენ ტატულიანის მიერ, რომელსაც სეპარატისტული მედია და სოციალური ქსელები „ქველმოქმედს, სოჭის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, აფხაზეთის მეგობარს“ უწოდებენ:

 

 

"ჩვენ  ამ შესანიშნავი ქვეყნის მკვიდრნი ვართ", - თავდაჯერებით აცხადებს ვიდეოში რუბენ ტატულიანი. ჯერ არ ამბობს „ჩვენ ვართ ბატონები“-ო! მაგრამ უკვე "მკვიდრნი"-ო! ანუ სომხები აფხაზეთში უკვე "მკვიდრნი" არიან!

 

სეპარატისტული მედია ენთუზიაზმით წერდა, რომ „ასლან ბჟანიამ მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის სომხური თემისთვის მანქანების გადაცემის ცერემონიაში.

ცერემონიას ასევე ესწრებოდა ე.წ. "აფხაზეთის პარლამენტის" სპიკერის მოადგილე  აშოტ მინოსიანი, დეპუტატები გალუსტ ტრაპიზონიანი და ლევონ გალუსტიანი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის სომხურ სათვისტომოს საჩუქრად 5 ახალი მანქანა „ნივა“ გადაეცა. გადაწყდა მანქანების სარგებლობაში გადაცემა ოჩამჩირის სკოლა-ინტერნატის, სოფლების არაქიჩისა და აგარაკის (ორივე სოფელი სომხებით დასახლებული) ადმინისტრაციებისთვის, ასევე თვით აფხაზეთის სომხური სათვისტომოსთვის.

 

ამ „სომეხ დასაჩუქრებულთაგან“ რუბენ ტატულიანმა ერთი მანქანა აჩუქა თვითგამოცხადებულ ე.წ. „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს“ მამა ბესარიონს (აპლია). ვერავინ ახსნა თუ რა კავშირი აქვს მართლმადიდებელ მღვდელს აფხაზეთის სომხურ თემთან, სამაგიეროდ მამა ბესარიონს (რომელიც კარგად მოერგო ვითარებას, გვარი ფილია აპლიაად შეცვალა და „მხურვალე აფხაზი ნაციონალისტი“ გახდა, თუმცა წარმოშობით ქართველია) მეტისმეტად მჭიდრო ურთიერთობა აქვს კრიმინალთან. ვინაიდან მღვდლად ხელდასხმამდე ბესარიონ ფილია-აპლია ციხეში იმყოფებოდა, დანაშაულებრივ სამყაროსთან იყო კავშირში და მეგობრობდა ცნობილ კრიმინალთან „იაპონჩიკთან“ (ის მეგობრის დაკრძალვასაც კი დაესწრო).

 

გასაგებია, რომ ტატულიანს საჩუქრები „შემთხვევითი ადამიანებისათვის“ არ დაურიგებია. საჩუქრები მისმა თანამემამულეებმა, სომხებმა და ტატულიანთან „საერთო კრიმინალური წარსულის“ ერთმა დაახლოებულმა პირებმა მიიღეს.

 

კითხვა: რას აკეთებდნენ ბჟანია და სხვა აფხაზები ამ „სომხურ-კრიმინალური ცხოვრების დღესასწაულზე“? სავარაუდოდ, ისინი იმედოვნებდნენ, რომ შემდეგ ჯერზე რაიმეს გამორჩებოდნენ  "მფლობელი" ტატულიანისგან. მეტიც, გამოცხადდა, რომ ორი კვირის განმავლობაში რუბენ ტატულიანი კიდევ ექვს მსგავს მანქანას გადასცემდა და სამ სასკოლო ავტობუსს. ცხადია, ტატულიანი სეპარატისტ მარიონეტებს "არაოფიციალურადაც" ინახავს.

 

თუმცა, მოგეხსენებათ ასლან ბჟანია "პრეზიდენტად" რუბენ ტატულიანის წყალობით დაინიშნა, რომელსაც სოჭის არჩევნებამდე  ეახლა "თაყვანსაცემად" და რომლის წყალობითაც აფხაზეთის სომხურ სათვისტომოს ახალი "მარიონეტისთვის" ხმის მიცემა დაევალა. (ყოფილი რაულ ხაჯიმბა სომეხ "პატრონებს" არ აწყობდათ).

დღეს,  „პრეზიდენტი“ და „დამოუკიდებელი აფხაზი პოლიტიკოსები“ მთელი ძალით ემსახურებიან კრიმინალურ ავტორიტეტს, მონაწილეობენ აფხაზეთის „ბატონის“ „უპრეცედენტო გულუხვობის ჩვენებაში“.

 

და აფხაზები? მათ შურთ და იძულებულნი არიან „აღტაცება“ გამოხატონ სომხური სათვისტომოს მიმართ. აი, მაგალითად, ერთ-ერთმა აფხაზმა, ფშიუნოქუა ვლადიმერმა თავი გამოიჩინა და ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

 

„ლამაზი სომხური დიასპორა! აი, სწორედ ასე უნდა ვიმუშაოთ და არა ერთმანეთს შევტიროთ, როგორც ამას აკეთებს ყველა, ვინც დაკავშირებულია მაჰაჯირების შთამომავლების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესთან. ცარიელ ადგილს ეშმაკები დაეპატრონენო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ხალხი იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას.

 

პატივისცემა რუბენ ტატულიანს! პატივისცემა სომხურ დიასპორას! პატივისცემა მარგარიტა სიმონიანსა და მის ქმარს! პატივისცემა ასლან ბჟანიას! პატივისცემა აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს აშოტ მინოსიანს, აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების პარლამენტის დეპუტატებს გალუსტ ტრაპიზონიანსა და ლევონ გალუსტიანს, რომლებიც ცერემონიაში მონაწილეობდნენ.

 

სომხური დიასპორა მთელ მსოფლიოს აჩვენებს თუ როგორ უნდა სცენ პატივი და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს“.

 

გაუგებარია, რისი იმედი აქვს ფშიუნოქუა ვლადიმერს? იმის, რომ სომხები, რომლებიც სწრაფად სახლდებიან აფხაზეთში, დააბრუნებენ აფხაზ მუჰაჯირებს? ნურას უკაცრავად! ისეთი ტემპით, როგორც სომხური თემი იპყრობს აფხაზეთს, მალე აქ მცხოვრები აფხაზებიც ზედმეტნი იქნებიან. და ვერც ზოგიერთი გულუბრყვილო აფხაზის მიერ „ერთ მუშტად შეკრული“ სომხური დიასპორით აღფრთოვანებაც უშველის. შემთხვევითი არ არის, რომ ფშიუნოქუა ვლადიმერის პოსტის ქვეშ კიდევ ერთი აფხაზი ქალი, რიმა კვიცინია წერს კომენტარს: „ასე ჭკვიანურად მიითვისებენ აფხაზეთს“.

 

აფხაზებს მხოლოდ და  მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ მათაც სოლიდარობა და ურთიერთდახმარება გამოხატონ. მაგრამ არა უცხო მიწების მითვისებულ სომეხი ჩამოსახლებულების მიმართ, არამედ მოძმე ქართველი ხალხის მიმართ, რომელთან შერიგებაც აფხაზი ეთნოსის შემდგომი არსებობის საკითხთან იგივდება.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები