ანალიტიკა
18.06.22 21:45
გაჩაღებულია გამძაფრებული დიპლომატიური ბრძოლა საქართველოსთვის. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, უკრაინისა და მოლდოვის საკითხი გაურკვეველი იყო. უკრაინისთვის ომმა დააჩქარა ამ ქვეყნების გეოცივილიზაციური არჩევანის საკითხი. უკრაინისა და მოლდოვის საკითხებში გარკვეული წინსვლაა, თუმცა მათი საკითხი ბოლომდე არაა გადაწყვეტილი, რაც ალბათ ამ ქვეყნების გარკვეული ტერიტორიების ფასად გადაწყდება.
ახლა, რაც შეეხება საქართველოს!
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროკავშირში ახალი სახელმწიფოს მიღებას ევრო კავშირის ქვეყნები წყვეტენ ძაან ცდება. ეს წყდება ლონდონში და, აი, რატომ?
რუსეთის იმპერია ბრიტანეთისთვის გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენდა კონტინენტური ევროპის წინააღმდეგ. XIXსაუკუნის დასაწყისისთვის უზომოდ გაძლიერებულ საფრანგეთს ლონდონმა მოსკოვისაკენ მიუთითა, ასე აღმოჩნდნენ 1812 წელს ფრანგები მოსკოვში, მაგრამ ლონდონი ამ შემთხვევაში საფრანგეთის გამარჯვებას სულაც არგეგმავდა, რის შედეგადაც მეორე წელს რუსები პარიზში დაბოდიალებდნენ.
უზომოდ გაძლიერებულმა რუსეთმა ჩათვალა, რომ ის ბრიტანეთთან ერთად პოლიტიკურ ამინდს ქმნიდა მსოფლიოში, შედეგად კი 1853 წელს ყირიმის ომი მიიღო და რუსეთს თავისი ადგილი მიუჩინეს.
XIXს-ის ბოლოს საფრანგეთის ნაცვლად გერმანიამ წამოყო თავი, მასაც 1914 წელს აღმოსავლეთისაკენ მიუთითეს, რა შემთხვევაშიც ბრიტანეთი ისევ პირველი სახელმწიფოდ რჩებოდა.
შეურაცხყოფილმა გერმანიამ 1939 წელს კვლავ სცადა პირველობის მოპოვება, მაგრამ ბრიტანეთის დიპლომატიამ გერმანელებს ისევ აღმოსავლეთისკენ მიუთითა, რის შედეგად გერმანია სასტიკად დაისაჯა: მისი ტერიტორია ორად გაჰყვეს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიამ და საფრანგეთმა ევროპის დანარჩენ ქვეყნებთან ერთად თავიანთ განვითარებაში დიდ წარმატებას მიაღწიეს. კანონის უზენაესობამ მათ საზოგადოებაში უნივერსალური სახელმწიფოებრიობს შექმნას შეუწყო ხელი. ევროპაში ძალები თითქოს კვლავ გათანაბრდა. ამის შედეგად დიდი ბრიტანეთი რთულ გადაწყვეტილებას იღებს და ევროკავშირიდან გამოდის.
ბრიტანეთი ისევ უპირისპირდება კონტინენტურ ევროპას თავისი ანგლოსაქსური ცივილიზაციით - აშშ, კანადა და ავსტრალია - ეს ის ძალებია, რომლებსაც ლონდონი საერთაშორისო ურთიერთობებში და სტრატეგიულ გეგმებში ეყრდნობა.
დღეს გერმანიას და საფრანგეთს რუსეთთან და უკრაინასთან მშვიდობიანი ურთიერთობა სურთ, რადგან მშვიდობა ამ ქვეყნებში მათი სტრატეგიული განვითარების საწინდარია, ამიტომ მათ არაწყობთ რუსეთ-უკრაინის ომი. ომის შეჩერების სტრატეგიული გეგმა ამ ქვეყნებს არგააჩნიათ.
რეალობა უბიძგებს მათ დახმარება გაუწიონ უკრაინას, რადგან უშუალოდ რუსეთთან მეზობლობა არსურთ. ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან უკრაინის ტერიტორი(ებ)ის დაკარგვის ფასად მიიღონ უკრაინა ევროკავშირში, ასევე მოლდოვა, ოღონდ დნესტრისპირეთის გარეშე, მაგრამ ლონდონი და ვაშინგტონი ამას არეგუებიან.
ლონდონი ცდილობს დაუბრუნოს რუსეთს ევრაზიის ჟანდარმის სტატუსი,იმისათვის, რომ ევროპის ქვეყნები დაძაბულობაში ჰყავდეს. ამ ვითარებას ვ. პუტინი სათავისოდ იყენებს და საკუთარ მოსახლეობას პატრიოტიზმში, რუსეთის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებისერთგულებაში აჯერებს, სინამდვილეში კი ანგლოსაქსების სამსახურშია.
რაც შეეხება საქართველოს და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებს, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ მათი საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არარის, ამიტომ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ველზე გამძაფრებული ბრძოლა მიმდინარეობს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლონდონისთვისუკვე გადაწყვეტილია აზერბაიჯანის საკითხი! კასპის ენერგორესურსები და აზერბაიჯანის სივრცე ლონდონის გავლენის ქვეშ ექცევა. ახლა მეორე საკითხია: რომელი გზით წავა ევროპისკენ კასპის ენერგორესურსები?
საკითხი არც უნდა ყოფილიყო დასმული, რომ არა ნ. პაშინიანის მოსვლა სომხეთის ხელისუფლებაში, რომელიც შემთხვევითარ მომხდარა. არც ისაა შემთხვევითი, რომ აზერბაიჯანმა ომით დაიბრუნა თავისი ტერიტორია. დღეს აზერბაიჯანი მზადაა სომხეთი საერთაშორისო გეოეკონომიკურ პროექტებშიც კი ჩართოს, ოღონდ მან გაიყვანოს თავისი ჯარები მთიანი ყარაბახის დარჩენილი ნაწილიდან და ხელი მოაწეროს სამშვიდობო ზავს.
სომხეთი ვითომ ყოყმანობს, რადგან ეს მეორე სამარცხვინო დარტყმა იქნება მათთვის, მაგრამ უეჭველია, რომ სომხეთის ხელისუფლება ამასაც გადაყლაპავს და აზერბაიჯანთან სამშვიდობო ზავს მოაწერს.
სწორედ ესაა გეოპოლიტიკური დილემა და არა ის, თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის ეს ყველაფერი.
მაშასადამე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გეოპოლიტიკური ბრძოლა და ახალი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბება სავარაუდოდ 5-10 წლის მანძილზე გაგრძელდება. სწორედ ამ პერიოდშიგადაწყდება ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ბედიც.
ერის კონსოლიდაცია, ძლიერი ჯარის შექმნა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ამაღლება, კონსტიუციური წესრიგის დაცვა, დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება და გამჭირვალე არჩევნების ჩატარება არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარი. თუ ამას არდავიცავთ ისევ რუსეთის ბოროტების უფრსკულში ავღმოჩნდებით.
გურამ მარხულია
გეოისტორიისა და გეოპოლიტიკის კვლევის კავკასიის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი
წაკითხულია : 3583
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24