ანალიტიკა

ტოკაევმა სიმონიანსა და სომხურ ლობის ადგილი მიუჩინა: ყაზახეთი არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" კვაზისახელმწიფოებს

20.06.22 10:45


სანქტ-პეტერბურგში 25-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს „საერთაშორისო“ სტატუსი მხოლოდ ერთი ადამიანის - ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის წყალობით ჰქონდა. ის სუვერენული სახელმწიფოების ერთადერთი ლიდერი, ღონისძიებაზე მივიდა რუსეთის ფედერაციის სრული იზოლაციის პირობებში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ადრე პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს "რუსული დავოსი" ეწოდებოდა, წინა წლების სტუმრებსა და მონაწილეებს შორის იყვნენ წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები და მრავალი უცხოური დელეგაცია.

 

და გასაგებია, რომ ტოკაევის სიტყვებზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. კერძოდ, როგორ უკავშირდებიან ისინი ზოგადად რუსეთის პოლიტიკას, ჯერჯერობით ოფიციალურ მოკავშირეებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან (EAEU) და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO).

 

ფორუმის მოდერატორი და ერთი შეხედვით თითქმის „მასპინძელი“ გახლდათ კრემლის მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი. ის მწვანე კაბაში იჯდა, როგორც "სპილენძის მთის ქალბატონი".

 

ყველა ქმედება მიმართული იყო იქით, რომ ერთი სიტყვა, სულ მცირე მინიშნება მაინც მოესმინა ერთადერთი სტუმრისგან, სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის ყასიმ-ჟომართ თოყაევისგან, რომ ის „პატივს სცემს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას“ არაღიარებული სეპარატისტული კვაზისახელმწიფოების მიმართ ან რაიმე მსგავსი. სიმონიანი აშკარად იმედოვნებდა, რომ ამ გზით ეკონომიკურ ფორუმზე, სეპარატიზმის არაპირდაპირი გამართლებაც კი ნაწილობრივ „ლეგალიზებულს“ გახდიდა ოკუპირებული სეპარატისტული აფხაზეთის „საზღვაო სომხეთად“ გადაქცევას.

 

შედეგად, ყასიმ-ჟომართ თოყაევი გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა. აგრესიის და სეპარატიზმის მხარდამჭერი ნებისმიერი სიტყვა იმას ნიშნავდა, რომ ხვალ ყაზახეთის მტრები დაიწყებდნენ "სეპარატისტული პროექტის" განხორციელებას ქვეყნის ჩრდილოეთით და აქ "სახალხო რესპუბლიკებს" შექმნიდნენ და უცხო (რუსულ) არმიას მოიწვევდნენ.

 

მაგრამ მეორეს მხრივ, ტოკაევი პუტინს „სტუმრობს“ როგორც მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტი და ეტიკეტისა და დიპლომატიის წესების მიხედვით, იძულებულია პატივისცემა გამოავლინოს მასპინძლის მიმართ. აგრესიული ომის წარმართვასაც კი სხვა მეზობლების წინააღმდეგ და ხელში ჩაგდებისა და ანექსირების პოლიტიკას. შედეგად, ნებისმიერი პასუხი პროვოკაციულ კითხვაზე, გარდა მფლობელებისთვის უხეში და უსიამოვნო სიმართლისა, შეიძლებოდა განმარტებულიყო, როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიული თავგადასავლების მხარდაჭერის „სენსაციური“ განცხადება, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ კავკასიაშიც. პირველ რიგში კი საქართველოში.

 

მარგარიტა სიმონიანმა გადაწყვიტა მიეღო სეპარატიზმის მხარდამჭერი სიტყვები და საჯაროდ დაემცირებინა ტოკაევი და ყაზახები. მან პირდაპირ იკითხა მისი ქვეყნის დამოკიდებულება უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ მიმართ, რომელიც მოგეხსენებათ დაიწყო რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინისგან მიტაცებულ ტერიტორიებზე სეპარატისტული ფორმირებების „დამოუკიდებლობის“ აღიარებით. მაგრამ საბოლოოდ, როგორც ეს ხდება ხოლმე სომეხი ნაციონალისტების ზღვარგადასული მოთხოვნილების შემთხვევაში, „სრული კრახი“ მიიღო.

 

ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, როგორც პროფესიონალმა დიპლომატმა გაეროს მაღალჩინოსანმა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, სწრაფად გაიაზრა თავისი დამოკიდებულება და გასცა მკაფიო და ამომწურავი პასუხი პროვოკაციულ კითხვაზე. 

 

„ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, გულწრფელად ვიტყვი. ჩვენი საზოგადოება ღიაა, სამოქალაქო საზოგადოების მოწიფულობა სახეზეა“, - განაცხადა ტოკაევმა და ცხადყო, რომ ფორუმის მასპინძლები პირადად მისგან ვერ მოისმენდნენ მხარდაჭერის სიტყვებს „სპეციალურ ოპერაციასთან“ ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაში აგრესიასთან დაკავშირებით. შემდეგ კი ტოკაევმა ნათლად და ცალსახად, გამოცდილი საერთაშორისო დიპლომატისათვის ჩვეული სამართლებრივი დასაბუთებით, გამოაცხადა სეპარატიზმის, როგორც ასეთის დაუშვებლობა.

 

 

„მინდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე საერთაშორისო სამართალი არის გაეროს წესდება. მაგრამ წესდებით გათვალისწინებული ორი ძირითადი პრინციპი ამჟამად ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ეს არის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და თვითგამორკვევის უფლება“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ თუ რეალურად განხორციელდება ერის თვითგამორკვევის უფლება, მაშინ გაეროს წევრი 193 სახელმწიფოს ნაცვლად, დედამიწაზე 500 ან 600-ზე მეტი სახელმწიფო გაჩნდება, რამაც შეიძლება ქაოსი გამოიწვიოს. ამ მიზეზით, ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს და როგორც ჩანს, ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზე როგორებიცაა: ჩვენი აზრით, ლუგანსკი და დონეცკი. ეს არის გულწრფელი პასუხი თქვენს კითხვაზე."

 

შეგახსენებთ, ეს განაცხადა იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომლის ტერიტორიაზეც 2022 წლის იანვარში იმყოფებოდნენ რუსეთის ფედერაციის და CSTO-ს ჯარები. და ამ ჯარების ყოფნის დროს, იგივე მარგარიტა სიმონიანმა პირდაპირ მოუწოდა არა მხოლოდ ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევისაკენ, არამედ ყაზახეთის ჩრდილოეთში სეპარატისტული ზონების შექმნისაკენ, ფარისევლურად "წუხდა" რა "რუსებისა და რუსულენოვანი მოსახლეობის  უფლებებზე". ანუ მან ფაქტობრივად მოუწოდა ყაზახეთის დაშლისაკენ.

 

ცხადია, რომ თუ ყაზახეთის პრეზიდენტი ასეთ სიტუაციაში „დიპლომატიურ“ პასუხს გასცემდა პროვოკაციულ კითხვებს სეპარატისტებისა და მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესახებ, მაშინ ეს თავისთავად დამცირება იქნებოდა როგორც ყაზახეთისთვის, ასევე ყაზახი ხალხისთვის. თანაც მნიშვნელოვანია კონკრეტულად ვინ დაუსვა მას ასეთი შეკითხვა.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე წლის აპრილში, მარგარიტა სიმონიანის ქმარმა, ტიგრან კეოსაიანმა, საკუთარ თავს კიდევ უფრო დიდი თავხედობისა და უხეშობის უფლება მისცა ყაზახეთთან და ყაზახ ხალხთან მიმართებაში. მისი გამოხდომის შესახებ „კავკას პლუსმა“ უკვე გვიამბო სტატიაში „ტიგრან კეოსაიანის მუქარა ყაზახების წინააღმდეგ - სომხური ლობი რუსეთს დაღუპვისაკენ უბიძგებს!“

( http://kavkazplus.com/news.php?id=36230 ).

 

„ყაზახებო, ძმებო, ეს რა უმადურობაა? თქვენ რა მართლა გგონიათ, რომ რუსეთი სადმე აორთქლდება? მარსზე წავა ემიგრაციაში თუ გგონიათ თქვენ წახვალთ ემიგრაციაში? მე ვაფიქსირებ ჩემს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის,  ტიგრან ედმონდის ძე კეოსაიანის პირად აზრს.. უკრაინას ყურადღებით დააკვირდით და სერიოზულად დაფიქრდით. ვფიქრობ, რომ ჩვენმა პასუხისმგებელმა პირებმაც უნდა გადახედონ და გადააფასონ ურთიერთობების დონე. რადგან, ჩემო ძვირფასებო თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ განაგრძოთ ასეთი ეშმაკობა და ამის გამო პასუხი არ აგოთ ძალიან ცდებით.

 

ომია. ორი უზარმაზარი, დიდი იდეის ორი დიდი ქვეყნის ომი და მეორე ქვეყანა არის არა უკრაინა, არამედ ამერიკა და ნატო. მაგრამ ყველა დანარჩენი, განსაკუთრებით მოძმე ქვეყნები, უნდა ჩამოყალიბდნენ და მხარე აირჩიონ. ჩვენ კი დავაკვირდეთ – ვინ ჩვენს მხარესაა და ვინ არა. ხოლლო ჩამოუყალიბებელნი, ამჯერად ცალსახად არამეგობრული დამოკიდებულების მქონენი, ან ორაზროვანი სიგნალების გამცემნი, ნუ რა ვქნათ, ჩავთვალოთ ჩვენს მტრებად. ყოველ შემთხვევაში ეკონომიკურ და საინფორმაციო დოქტრინებში. კმარა, საკმარისია ბიჭებო, ჩვენ საკმარისად ვითამაშეთ უსასყიდლო დახმარებობანა - თქვენი ძალაუფლების გადასარჩენად ყაზახეთში, თქვენი არეულობის შესაჩერებლად…." – აი, კეოსოიანის სიტყვები. მისი მეუღლე, პეტერბურგში სამი თვის თავზე, "მხიარულად და ბუნებრივად" უსვამს კითხვას ყაზახეთის პრეზიდენტს ისე, რომ მეუღლის გამო ბოდიშიც არ მოუხდია.

 

და რა მოხდებოდა პრეზიდენტი ტოკაევი "დიპლომატიურად", რომ დალაპარაკებოდა ყაზახებისათვის შეურაცხყოფის მიმყენებელი კაცის ცოლის კითხვას, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო ყაზახეთისთვის ყველაზე სახიფათო თემასთან - სეპარატიზმის მხარდაჭერასთან? ან უბრალოდ ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმევდა, რათა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არ განაწყენებულიყო?

 

სინამდვილეში, ეს იქნებოდა ტოკაევის კაპიტულაცია რუსეთის ფედერაციის სომეხი პროპაგანდისტების წინაშე და სომხური ლობის "ტრიუმფი".

 

როგორც ჩანს, სომეხი პროპაგანდისტები იმედოვნებდნენ ასეთ „ტრიუმფს“, თვლიდნენ, რომ ტოკაევი ვერ გაბედავდა მთელი სიმართლის თქმას ასეთი მაღალი ტრიბუნიდან უბრალო ტექსტით. მაგრამ მან ყველაფერი თქვა, შეარცხვინა როგორც მარგარიტა სიმონიანი, ასევე სომხური ლობის ყველა "ცბიერი" კომბინაცია სეპარატიზმის მხარდასაჭერად.

 

 

Kavkazlus

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები