პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით კიდევ რამდენიმე ევროპელ ლიდერს მიმართა

22.06.22 12:00


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით კიდევ რამდენიმე ევროპელ ლიდერს მიმართა.

 

საქართველოს პრეზიდენტი ევროპელი ლიდერებისადმი ვიდეომიმართვებს „ტვიტერზე“ ავრცელებს.

 

„საქართველო შვედეთის მიმართ უკვე მადლიერია აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით ევროპული პერსპექტივის გზის გახსნისთვის. ქართველ ხალხს სურს ეს ევროპული მომავალი. ამ ოჯახის რეინტეგრაციის დრო მოვიდა“, –  აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონისადმი.

 

„საქართველომ იცის იმ მუდმივი მხარდაჭერის ფასი, რომელსაც ირლანდია უწევს საქართველოს თავისი ევროპული სწრაფვის გზაზე. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვაფასებთ ევროპის მეორე ბოლოს ძლიერი ირლანდიელი ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მხარს გვიჭერთ“, – აცხადებს ზურაბიშვილი ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსისადმი მიმართვაში.

 

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, საქართველო მიისწრაფის იმ რეფორმების შესრულებისკენ, რომლებიც ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყანას გვაქცევს. მისაღები გადაწყვეტილება იქნება ცენტრალური და ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის“, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი ვიდეოში, რომელშიც მიმართავს ნიდერლანდების პრემიერ მარკ რუტეს.

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპელი ლიდერებისადმი რამდენიმე მიმართვა გაავრცელა, რომელთაც მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები