პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ ლატვიის სეიმში შეხვედრები გამართა

22.06.22 14:00


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჰარდს კოლსთან, სეიმის ევროპის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარია გოლუბევასთან და თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარესთან იურის რანცანსთან.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონმდებლებთან შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინები.

 

„ლატვიელმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და იმედი გამოთქვეს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება თანხვედრაში იქნება საქართველოს ინტერესებთან.

 

მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს, როგორც ლიდერ ქვეყანას ასოცირებულ ტრიოში გატარებული რეფორმების თვალსაზრისით და აღნიშნეს, რომ საქართველომ შესაძლოა მნიშნელოვანი როლი ითამაშოს ევროპის მომავალი უსაფრთხოების გაძლიერებაში.

 

„ლატვიელ კოლეგებთან შეხვედრებისას განვიხილე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული მოლოდინები. მათგან მივიღე დასტური, რომ გააგრძელებენ მუშაობას სხვადასხვა ქვეყანასთან საქართველოს მხარდაჭერის მობილიზებისთვის. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს ასეთი მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვგრძნობთ მათი მხრიდან“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები ასევე გამართა ჩეხეთის და მოლდოვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, სადაც განხილულ იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ნატო-ს მადრიდის სამიტის მოლოდინები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და საპარლამენტო კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები