პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

22.06.22 17:00


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-არგენტინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ხელაშვილი არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პატრიცია ბეატრის სალასს შეხვდა.

 

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.

 

ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით.

 

საუბრის თემას წარმოადგენდა ასევე, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და ამ ჭრილში საქართველოსთვის და მთლიანად, შავი ზღვის რეგიონისთვის მომდინარე საფრთხეები.

 

გიორგი ხელაშვილი ელჩს ესაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის მხრიდან ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკაზე.

 

შეხვედრისას, ისაუბრეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის არგენტინაში ვიზიტზე და ყველა იმ ასპექტებზე რომელსაც ეს ვიზიტი მოიცავდა.

 

„ელჩთან შეხვედრისას, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ვისაუბრეთ იმ ვიზიტებზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში განხორციელდა მათ შორის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის არგენტინაში ვიზიტზე.

მიმოვიხილეთ ყველა ის ასპექტი, რომელსაც ეს ვიზიტი მოიცავდა და რომელიც არის  რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით საპარლამენტო თანამშრომლობა.

ვისაუბრეთ როგორც რეგიონული უსაფრთხოების ასევე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რუსულ აგრესიაზე, ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხზე და ამაში არგენტინის ჩართულობაზე“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

შეხვედრისას აღინიშნა, რომ არგენტინის საპარლამენტო დელეგაცია საპასუხო ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები