პოლიტიკა
23.06.22 10:15
მიხეილ სააკაშვილის მიმართ საკუთარი დედის შემდეგ ვის აქვს ყველაზე დიდი მზრუნველობა გაწეული 2003-დან 2008 წლამდე? ეს არის ბიძინა ივანიშვილი – „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის გამო 10 წელი სასჯელი გამოვიწერე; პასუხისმგებლობას ვატარებ და ხალხთან თავჩაღუნული დავდივარ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, ისე „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ყველაფერი კარგად არის და პასუხს არავინ არაფერზე აგებს.
„ჩვენ მივიღეთ კვლავ ლაპარაკი იმაზე, რა გააფუჭა წინა ხელისუფლებამ. რა გაფუჭდა და რა არ გაკეთდა მაშინ. უკვე ამის სერიოზულად კომენტირებაც შეუძლებელია. ვინ მესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფუჭებულ საქმეებზე? – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საკუთარი დედის შემდეგ ვის აქვს ყველაზე დიდი მზრუნველობა გაწეული 2003-დან 2008 წლამდე? ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ეს ის პერიოდია, როცა გირგვლიანის საქმეც ხდებოდა, „იმედის“ დარბევაც, 7 ნოემბერიც, ბიზნესის დაწიოკებაც, ადამიანების ციხეებში ჩაყრაც. ვინ აფინანსებდა ამას? ბიძინა ივანიშვილი არ აფინანსებდა 2008 წლამდე? ერთი დღე არ ვმდგარვარ სააკაშვილის გვერდით. მე მიხსნით, რა იყო „ნაციონალური მოძრაობა“? უმადურობაა, რასაც აკეთებთ. 4 წელი „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის გამო 10 წელი სასჯელი გამოვიწერე, პასუხისმგებლობა მაქვს არა თქვენი, არამედ ხალხის წინაშე, რადგან იმ 4 წელში ვერ დავაყენეთ „ქართული ოცნება“ სწორ გზაზე, ვერც ბიძინა ივანიშვილი გადავარჩინეთ ოლიგარქობისგან, ვერც ქვეყანა გადავარჩინეთ იმისგან, რომ სამართალდამცავი სისტემა, უშიშროება, სასამართლო სისტემა, რაც ამ ხალხმა შექმნა, გადაგებარებინათ და იგივე გაეკეთებინათ. ეს ვერ მოვახერხეთ. ამის პასუხისმგებლობას ვატარებ და ხალხთან თავჩაღუნული დავდივარ. ვინაა კიდევ დამნაშავე ამ ქვეყანაში, არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. ეს ხალხი [„ნაციონალური მოძრაობა“] ამბობს, რომ იმ წლებში ყველაფერი კარგად იყო, თქვენ [„ქართული ოცნება“] ამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის. არ ვიცი, მე და ზილფიმიანი ვართ, ალბათ, დამნაშავე, ჩვენ გაგვიფუჭებია ეს ქვეყანა მაშინაც და ახლაც. ასე ევროპაში ვერ შევალთ. ევროპა იმიტომ გვინდა, რომ ევროპაშია ის სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ხელისუფლებაში მოსული ადამიანები სახელისუფლებო თრობაში არ ჩავარდებიან, ხელისუფლებას არ ჩაებღაუჭებიან, მერე ამის გამო ყველაფერზე არ წავლენ და ევროკავშირთან დაკავშირებით იმაზე არ ისაუბრებენ, რაც დღესაც მოვისმინეთ ამ ტრიბუნიდან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მოსავლის აღება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თანამედროვე "მომთაბარე სოფლის მეურნეობა"
16:0003.07.22
-
მოიშორებს თუ არა პუტინი ლავროვ-კალანტარიანს?
21:5002.07.22
-
ალექსის ოჰანიანი ერთდროულად აფინანსებს "არცახის" და "ჯავახკის" სეპარატისტებს
21:4002.07.22
-
18:0001.07.22
-
17:4001.07.22
-
17:2001.07.22
-
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება
17:0001.07.22
-
16:4001.07.22
-
16:2001.07.22
-
სასამართლომ მარნეულში ეკლესიის დაფინანსება დისკრიმინაციულად მიიჩნია
16:0001.07.22
-
„ამხანაგო“ ხელისუფლებავ! მიდიხართ რუსული ხომალდისკენ“ - თაკო ჩარკვიანი
15:4001.07.22
-
ვოლსკი საფრანგეთში საქართველოს ყოფილს ელჩს არაკომპეტენტურს უწოდებს
15:2001.07.22
-
15:0001.07.22
-
14:3001.07.22
-
14:0001.07.22
-
13:4001.07.22
-
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე იმსჯელებს
13:2001.07.22
-
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
13:0001.07.22
-
საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
12:4001.07.22
-
12:2001.07.22
-
ირაკლი ქარსელაძე ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა ვალეანის შეხვდა
12:0001.07.22
-
11:4001.07.22
-
11:2001.07.22
-
11:0001.07.22
-
10:4001.07.22
-
ოხანაშვილის მიერ ვატო წერეთელის ცემაზე აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს
10:2001.07.22
-
10:0001.07.22
-
18:0030.06.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9283 ლარი გახდა
17:4030.06.22
-
17:2030.06.22
-
აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
17:0030.06.22
-
16:4030.06.22
-
ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ლევან ჟორჟოლიანი თანამომხსენებლად წარსდგა
16:2030.06.22
-
ევროკავშირში ღირსეული დამოკიდებულებით უნდა შევიდეთ, ეს არის ჩვენი მიზანი - მიხეილ ყაველაშვილი
16:0030.06.22
-
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
15:4030.06.22
-
15:2030.06.22