საზოგადოება

კასპში გაუჩინარებული გოგონა 3-დღიანი ძებნის შემდეგ თბილისში იპოვეს

23.06.22 10:45


კასპში გაუჩინარებული 14 წლის გოგონა 3-დღიანი ძებნის შემდეგ თბილისში იპოვეს.

 

ამ დროისთვის უცნობია, თუ სად იმყოფებოდა ის გასული სამი დღის განმავლობაში.

 

მოზარდი 19 ივნისს გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა სოფელ სასირეთში სტუმრად თბილისიდან იყო ჩასული.

 

არასრულწლოვანს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მის საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სამართალდამცავებიც.

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები