პოლიტიკა
23.06.22 14:20
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ჯო მაკჰიუს ხელმძვანელობით, ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა ფორმატებში საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ირლანდიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ასევე 17 ივნისს ასოცირებული ტრიოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებაზე და 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინებზე ისაუბრეს.
მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მან ირლანდიელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის პროცესში მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რაც ირლანდიის პარლამენტის მიერ 14 ივნისს მიღებული მორიგი რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯო მაკჰიუმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიამ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა და უსაფრთხოების არქიტექტურა და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნებას.
ირლანდიელი პარლამენტარები მიესალმნენ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რეფორმების პოზიტიურ დინამიკას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ირლანდიის უპირობო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციაში ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯო მაკჰიუ, კომიტეტის წევრები შონ ჰოგი და რორი ო მურქუ შედიან.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 388
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მოსავლის აღება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თანამედროვე "მომთაბარე სოფლის მეურნეობა"
16:0003.07.22
-
მოიშორებს თუ არა პუტინი ლავროვ-კალანტარიანს?
21:5002.07.22
-
ალექსის ოჰანიანი ერთდროულად აფინანსებს "არცახის" და "ჯავახკის" სეპარატისტებს
21:4002.07.22
-
18:0001.07.22
-
17:4001.07.22
-
17:2001.07.22
-
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება
17:0001.07.22
-
16:4001.07.22
-
16:2001.07.22
-
სასამართლომ მარნეულში ეკლესიის დაფინანსება დისკრიმინაციულად მიიჩნია
16:0001.07.22
-
„ამხანაგო“ ხელისუფლებავ! მიდიხართ რუსული ხომალდისკენ“ - თაკო ჩარკვიანი
15:4001.07.22
-
ვოლსკი საფრანგეთში საქართველოს ყოფილს ელჩს არაკომპეტენტურს უწოდებს
15:2001.07.22
-
15:0001.07.22
-
14:3001.07.22
-
14:0001.07.22
-
13:4001.07.22
-
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე იმსჯელებს
13:2001.07.22
-
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
13:0001.07.22
-
საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
12:4001.07.22
-
12:2001.07.22
-
ირაკლი ქარსელაძე ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა ვალეანის შეხვდა
12:0001.07.22
-
11:4001.07.22
-
11:2001.07.22
-
11:0001.07.22
-
10:4001.07.22
-
ოხანაშვილის მიერ ვატო წერეთელის ცემაზე აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს
10:2001.07.22
-
10:0001.07.22
-
18:0030.06.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9283 ლარი გახდა
17:4030.06.22
-
17:2030.06.22
-
აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
17:0030.06.22
-
16:4030.06.22
-
ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ლევან ჟორჟოლიანი თანამომხსენებლად წარსდგა
16:2030.06.22
-
ევროკავშირში ღირსეული დამოკიდებულებით უნდა შევიდეთ, ეს არის ჩვენი მიზანი - მიხეილ ყაველაშვილი
16:0030.06.22
-
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
15:4030.06.22
-
15:2030.06.22