პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს

23.06.22 15:30


ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე აბსოლუტურად ყველა პარამეტრით. შეგიძლიათ ჩახვიდეთ უკრაინასა და მოლდოვაში და ნახავთ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით წინ არის უკრაინასა და მოლდოვაზე. ეს არის ისეთი რეალობა, რასაც წყალი არ გაუვა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განმარტავს, რომ უკრაინა კანდიდატის სტატუსს იმის გამო იღებს, რომ ქვეყანაში ომია.

 

„ჩვენ პირდაპირ გვითხრეს - უკრაინამ იომა და მხოლოდ ამის გამო მისცეს სტატუსი. ეს თქვა პირდაპირ მაკრონმა. მან პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას არ ეკუთვნის კანდიდატობა, მაგრამ იომა და აძლევენ კანდიდატის სტატუსს. რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მე მგონია, რომ ომს ჯობდა გვქონოდა ის სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა აღიარებული პერსპექტივით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები