პოლიტიკა
23.06.22 17:00
ვფიქრობ, რასაც დღეს გადავწყვეტთ, იქნება ძალიან მკაფიო პერსპექტივის დასახვა საქართველოსთვის გარკვეული პირობებით, თუ ეს პირობები შესრულდება, მაშინ იქნება მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსისთვის და შემდეგ სრული წევრობა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხისთვის კარგი გზავნილის გამოცხადებას გეგმავენ.
„ჩვენ ვგეგმავთ კარგი მესიჯის გამოცხადებას ქართველი ხალხისთვის და ეს მესიჯი მახსენებს, ლიეტუვის ისტორიას. გვახსოვს, რომ ჩვენს მეზობლებთან შედარებით, გვიან დავიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი, მაგალითად, ესტონეთთან შედარებით. ესტონეთი პირველი მიიწვიეს, მაგრამ ეს ისეთი დიდი სტიმული იყო ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად დავეწიეთ მათ და ევროკავშირში იმავე წელს გავწევრიანდით, როცა ესტონეთი, 2004 წელს. ასე რომ, ვფიქრობ, რასაც გადავწყვეტთ დღეს, იქნება ძალიან მკაფიო პერსპექტივის დასახვა საქართველოსთვის გარკვეული პირობებით, თუ ეს პირობები შესრულდება, მაშინ იქნება მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსისთვის და შემდეგ სრული წევრობა“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას გიტანას ნაუსედამ ასევე განაცხადა, რომ ეს გზავნილი არ უნდა იქნას მიღებული, როგორც იმედგაცრუების გზავნილი.
„ვფიქრობ, ეს არ უნდა იქნას მიღებული, როგორც იმედგაცრუების გზავნილი. ჩემთვის ეს პოზიტიური მესიჯია და გთხოვთ, უთხარით ქართველ ხალხს ამ მიმართულებით ლიეტუველი ხალხის გამოცდილება. ჩვენთვის ეს იყო დიდი მოტივაცია, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად შეგვესრულებინა რეფორმები. იმედი მაქვს, თქვენი ხალხიც იმსახურებს ასეთ შანსს, რომ აჩვენოთ ქართველი ხალხის სიძლიერე, რეფორმების შესრულება და დაეწიოთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ამ გზაზე ცოტათი ადრე იქნენ მიწვეული“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ამასთან, როგორც გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, ევროპული პერსპექტივა გულისხმობს უკეთესს ცხოვრების ხარისხს, აყვავებულ ცხოვრებას, მშვიდობას.
„ევროპული პერსპექტივა გულისხმობს უკეთესს ცხოვრების ხარისხს, აყვავებულ ცხოვრებას, მშვიდობას. ჩვენ დავიწყეთ 2003 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 43 პროცენტი იყო, ახლა ჩვენ ვართ 85 პროცენტიან მაჩვენებელზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად მივდივართ, ვეწევით და დიდი ალბათობით, 4-5 წელიწადში რომ ვისაუბროთ, გეტყვით, რომ ლიეტუვამ უკვე მიაღწია ევროკავშირის 100-პროცენტიან ნიშნულს. ეს მხოლოდ თეორია არ არის, ეს ნიშნავს უკეთესად ანაზღაურებად სამსახურებს, უფრო განვითარებულ ეკონომიკას, ეს ნიშნავს პროგრესს. ვფიქრობ, თქვენი ხალხი, თქვენი ქვეყანა იმსახურებს, ჰქონდეს კარგი პროგრესი და აჩვენოს რეგიონში სხვა ქვეყნებს ქართული ოცნება, ქართული წარმატება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
გიტანას ნაუსედამ ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რაზეც საქართველოს მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესში მუშაობაა საჭირო.
„ვფიქრობ, უმეტესად არის ეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხები, აღნიშნულია 19 აპრილის შეთანხმება. სავარაუდოდ არსებობს რამდენიმე კრიტიკული ფაქტორი, რომელიც უნდა გადაიჭრას, ვიდრე მწვანე შუქი აინთება. იმედი მაქვს, თქვენ შეგიძლიათ ამ საკითხების მოგვარება“, – განაცხადა ნაუსედამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 406
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24