პოლიტიკა
24.06.22 11:20
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმღვანელთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა, ევროკავშირის მიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლსა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. თეა ახვლედიანმა კარლ ჰარცელს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა, განახლებული პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები გააცნო, რაც შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. მხარეები სტრატეგიული გადახედვის ფარგლებში, ისევე როგორც სხვა აქტუალურ საკითხებზე, მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპული პერსპექტივის მონიჭების ისტორიულ მნიშვნელობას და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესაბამისად, უახლოეს მომავალში, კანდიდატის სტატუსის მიღების რწმენა გამოთქვა.
„ევროკავშირის ელჩთან ჩემი დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ჩართულობის და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესში განახლებული პრიორიტეტებისა და ხედვების გაცნობა, მათზე შემდგომი განხილვებისა და ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის წარმართვის მიზნით.
მოგეხსენებათ, ევროკავშირს განსაკუთრებული როლი აკისრია საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის, ომით გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში. სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობის მჭიდრო კოორდინაციით გაგრძელებას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 388
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24