პოლიტიკა

საქართველოსთვის ევროპული გზა განსაზღვრულია – იცით, რა, როგორ და როდის – ბორელი

24.06.22 13:00


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, რომელიც სათანადოდ უნდა შევაფასდეს.

 

მისი თქმით, ახლა საქართველოს ევროპული გზაზე კონკრეტული ნაბიჯებია განსაზღვრული.

 

„საქართველო ევროკავშირის გზას უდავოდ ადგას. დიახ, არსებობს პირობები. ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი და  ჩვენ იგი არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ, პირიქით. ეს, ასევე, არის ნიშანი აღიარებისა და მკაფიო მხარდაჭერისა. ამჟამად ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით, რა, როგორ და როდის [უნდა გაკეთდეს]. მზად ვართ ერთად ვიშრომოთ საქართველოს საზოგადოებას მხარდასაჭერად გამოიყენოს ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობლობა ევროპული მომავლის ასაშენებლად“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

 


გუშინ, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები