პოლიტიკა
27.06.22 11:00
2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტს. ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და დასაბამი დაუდო საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს.
საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის გაიხსნა 500-მილიონიანი ევროკავშირის ბაზარი, გაიზარდა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის, გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
2016 წლის 1-ელ ივლისს კი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მისი 431-ე მუხლის თანახმად, ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც 23 მაისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე.
რატიფიკაციის პროცესი ორ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები. შეთანხმების უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში რატიფიკაცია ცალსახად წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდაჭერას.
2016 წლის 1-ლი ივლისიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. ამ დღეს, ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართა.
2022 წლის 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, წევრობის კანდიდატობას კი დასახული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 397
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარი გახდა
18:0008.08.22
-
17:4008.08.22
-
17:2008.08.22
-
17:0008.08.22
-
16:4008.08.22
-
16:2008.08.22
-
16:0008.08.22
-
15:4008.08.22
-
სააკაშვილის ხელისუფლებაც სულ 8 აგვისტოს ასახელებდა ომის დაწყების დღეს - დავით ზურაბიშვილი
15:2008.08.22
-
15:0008.08.22
-
14:4008.08.22
-
14:2008.08.22
-
14:0008.08.22
-
სავიზო რეჟიმის საკითხი განხილული უნდა იყოს – გახარია რუსეთის მოქალაქეებზე
13:3008.08.22
-
13:0008.08.22
-
დიმიტრი ხუნდაძე აგვისტოს ომზე - „პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს“
12:4008.08.22
-
12:2008.08.22
-
12:0008.08.22
-
11:4008.08.22
-
11:2008.08.22
-
ენტონი ბლინკენი - აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
11:0008.08.22
-
10:4008.08.22
-
„ქედს ვიხრი“ - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე
10:2008.08.22
-
10:0008.08.22
-
დიახ, ბოლო 2 საუკუნეა, ჩვენი ეროვნულობა თავის თავში მოიცავს ანტირუსობას – უგულავა
18:0005.08.22
-
17:3005.08.22
-
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა
17:0005.08.22
-
რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობა: "სიცოცხლის გზა" სეპარატიზმის მხარდაჭერაზე უარის სანაცვლოდ
16:3005.08.22
-
16:0005.08.22
-
თორნიკე რიჟვაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდერ ვინიკოვს შეხვდა
15:3005.08.22
-
15:0005.08.22
-
14:3005.08.22
-
14:0005.08.22
-
13:3005.08.22
-
13:0005.08.22
-
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას ყარაბაღში ახალი სიმაღლეები დაიკავა
12:3005.08.22