პოლიტიკა

აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

27.06.22 15:00


თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც აზერბაიჯანული მედია ავრცელებს, 2022 წლის 17-28 ოქტომბერს აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედროთა მონაწილეობით ერთობლივი სამხედრო წვრთნები «Eternity-2022» გაიმართება.

 

ოფიციალური ცნობითვე, სამხედრო სწავლების დაგეგმარებაზე პირველი სხდომა მხარეების მონაწილეობით თურქეთში უკვე შედგა.

 

«Eternity-2021″ 2021 წლის  ოქტომბერში გაიმართა, სადაც საერთაშორისო სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს, კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებდა.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები