პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს სამიტზე ადგილი ეთმობა საქართველოს მხარდაჭერის ახალ ზომებს

28.06.22 12:00


მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს სამიტზე ადგილი ეთმობა საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ახალ ზომებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

 

„ეს სამიტი თავისი დღის წესრიგით 5 ძირითად საკითხზეა ორიენტირებული და გადაწყვეტილებებით იქნება მომდევნო წლების განმავლობაში საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის მაფორმირებელი სამიტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოს, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის ახალ ზომებს“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

 

მადრიდის სამიტი თბილისის დროით 17:20 საათზე გაიხსნება. მანამდე NATO-ს გენერალური მდივნისა და ესპანეთის მთავრობის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. იენს სტოლტენბერგმა საქართველოსთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება დაანონსა, თუმცა ჯერ კონკრეტული დეტალები უცნობია.

 

მადრიდის სამიტში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები