პოლიტიკა
28.06.22 12:20
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების სურვილი დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით.
მისივე თქმით, დემოკრატია მუშაობს არჩევნების გზით და ქართველი ხალხის ნებას ყველამ პატივი უნდა სცეს.
„ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი დემოკრატიის და დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით. სამწუხაროდ, რიგი პოლიტიკური ჯგუფებისა, მათ შორის რიგი არასამთავრობო ორგანიზაციისა დაუბრუნდა 2020 წლის პოსტსაარჩევნო მდგომარეობას. იმავე სახეებს ვხედავთ იმავე მოწოდებებით. პოლიტიკურ ჯგუფებია თუ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც არ სურთ, „ქართული ოცნება“ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს. დემოკრატია მუშაობს არჩევნებით. არჩევნებზე ქართველი ხალხი როგორც გადაწყვეტს, ამას უნდა მიჰყვეს ყველა, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია, აქტივისტი თუ ასე შემდეგ. ამას ჰქვია დემოკრატია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიამ გადაწყვიტა, გაანაწილა ასე ვთქვათ, პოლიტიკური წონა პარტიებს შორის, როგორც ეს მოისურვა ქართველმა ხალხმა. ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საუბრები რაზეც არის, ესაა მიბრუნება, ისევ იმავე წრეზე შესვლა. იგივე სპირალშია ახლა მოხვედრილი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი ნაწილი. სპირალი, რომელსაც ჰქვია ძალაუფლების მიტაცება დემოკრატიის გვერდის ავლით, რაც რა თქმა უნდა, როგორც სხვა დროს ვერ შეძლეს, ვერც ახლა შეძლებენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას გვერდს ვერავინ აუვლის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, „მოთხოვნა არ დგას ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პარლამენტის დაშლაზე. საუბარია, რომ შეიცვალოს აღმასრულებელი ხელისუფლება. ვთქვათ, პოლიტიკურ ძალებთან ერთად, შეჯერდეთ, რომ ერთსულოვნად დააკომპლექტოთ ახალი შემადგენლობის მთავრობა, რომელიც წლის ბოლომდე პუნქტების შესრულებას უზრუნველყოფს. რატომ შეიძლება, საპარლამენტო უმრავლესობას ამის საწინააღმდეგო ჰქონდეს“, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ გადამწყვეტია არა საპარლამენტო უმრავლესობის აზრი, არამედ ხალხის აზრი.
მისივე თქმით, არჩევნებზე ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობა უნდა ჰქონოდა „ქართულ ოცნებას“ და მთავრობა „ქართულ ოცნებას“ უნდა დაეკომპლექტებინა.
„საპარლამენტო უმრავლესობის აზრი კი არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტია ხალხის აზრი. ამას ეწინააღმდეგება ხალხი, რადგან არჩევნებზე ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობა უნდა ჰქონოდა „ქართულ ოცნებას“, მთავრობა უნდა დაეკომპლექტებინა „ქართულ ოცნებას“. ეს არის დემოკრატიული მანდატი.
ხალხმა თქვა, რომ მთავრობა უნდა დააკომპლექტოს „ქართულმა ოცნებამ“ და ახლა ზოგიერთი პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ ხალხის გადაწყვეტილებით კი არ უნდა იყოს დაკომპლექტება, არამედ ისე, როგორც ამას ჩათვლის საჭიროდ რამდენიმე თვითგამოცხადებული დემოკრატიული ელიტის წარმომადგენელი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0012.08.22
-
გიორგი ვოლსკიმ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადასცა
17:3012.08.22
-
17:0012.08.22
-
პირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება
16:3012.08.22
-
ლორის-მელიკოვი - ტერორიზმის მფარველი, მოღალატე და მეფის მკვლელი
16:0012.08.22
-
15:3012.08.22
-
საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა
15:0012.08.22
-
კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
14:3012.08.22
-
13:5012.08.22
-
13:2012.08.22
-
12:5012.08.22
-
„ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე
12:2012.08.22
-
ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა
12:0012.08.22
-
11:4012.08.22
-
11:2012.08.22
-
ლევან დავითაშვილი - მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით
11:0012.08.22
-
10:4012.08.22
-
ჩვენ ვიქნებით სადარაჯოზე, რომ "ოცნებაზე" ზეწოლა აღარ იყოს - ყაველაშვილი
10:2012.08.22
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ახალ ელჩს შეხვდა
10:0012.08.22
-
18:0011.08.22
-
ანა ნაცვლიშვილმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ხედვა წარადგინა
17:3011.08.22
-
ივერთუბნის დასახლებაში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს
17:0011.08.22
-
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი
16:3011.08.22
-
16:0011.08.22
-
15:3011.08.22
-
15:0011.08.22
-
„სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს“ - სარჯველაძე პოდოლიაკის განცხადებაზე
14:3011.08.22
-
მამალაძე: მოსმენების საქმეზე მე და ჩემი ძმა პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო
14:0011.08.22
-
ივანიშვილისგან მუქარა მივიღე, თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი – გოგაშვილი
13:3011.08.22
-
13:0011.08.22
-
Ryanair-ის ხელმძღვანელი: 10 ევროდ ბილეთების ეპოქა დასრულდა
12:4011.08.22
-
შალვა პაპუაშვილი: შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, მარადიული ხსოვნა გმირებს
12:2011.08.22
-
12:0011.08.22
-
11:4011.08.22
-
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება
11:2011.08.22
-
11:0011.08.22