პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ

28.06.22 12:40


გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ.

 

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებსა და კუბილიუსს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის მხრიდან 12-პუნქტის შესრულების მოთხოვნას შეეხო.

 

„შევხვდით საქართველოს დიდ მეგობარს, ანდრიუს კუბილიუსს. ხანგრძლივი და სიღრმისეული საუბარი გამოგვივიდა საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით. განვიხილეთ ის 12 პუნქტი, რომლის შესრულებაც ჩვენმა ქვეყანამ წლის ბოლომდე უნდა მოასწროს. როგორც ყოველთვის, ის კვლავ ერთგულად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანას.

 

დღეს მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ევროკავშირის მოთხოვნებზე, რომელიც წინაპირობად გვაქვს საქართველოს - დეოლიგარქიზაცია, დეკლანიზაცია და დეპოლარიზაცია”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები