პოლიტიკა
28.06.22 13:40
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„პუშკინის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. არსებული სივრცე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. გვინდა, სკვერი სრულად განვაახლოთ - ფილები მთლიანად შეიცვლება, ასევე, გამწვანების თარგები შეძლებისდაგვარად გაიზრდება, დაირგვება ხე-მცენარეები, შეიცვლება განათების სისტემა. ეს ძველი, კლასიკური სანათები ძალიან უხდება არსებულ სივრცეს, თუმცა, რეაბილიტაცია და განახლება სჭირდება. ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით და რადგანაც პუშკინის სკვერი ერთ-ერთი ცენტრალური სივრცეა თავისუფლების მოედანზე, ესეც იქნება ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა დამატებით გამწვანებული სივრცეები და შეიცვლება არსებული გამწვანებული თარგების გეგმარება. ასევე, განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება საპარკო ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა და დამატებით დამონტაჟდება ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა. თარგებში ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება მწვანე ნარგავები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება ბალახის საფარი.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდნენ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0012.08.22
-
გიორგი ვოლსკიმ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადასცა
17:3012.08.22
-
17:0012.08.22
-
პირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება
16:3012.08.22
-
ლორის-მელიკოვი - ტერორიზმის მფარველი, მოღალატე და მეფის მკვლელი
16:0012.08.22
-
15:3012.08.22
-
საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა
15:0012.08.22
-
კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
14:3012.08.22
-
13:5012.08.22
-
13:2012.08.22
-
12:5012.08.22
-
„ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე
12:2012.08.22
-
ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა
12:0012.08.22
-
11:4012.08.22
-
11:2012.08.22
-
ლევან დავითაშვილი - მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით
11:0012.08.22
-
10:4012.08.22
-
ჩვენ ვიქნებით სადარაჯოზე, რომ "ოცნებაზე" ზეწოლა აღარ იყოს - ყაველაშვილი
10:2012.08.22
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ახალ ელჩს შეხვდა
10:0012.08.22
-
18:0011.08.22
-
ანა ნაცვლიშვილმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ხედვა წარადგინა
17:3011.08.22
-
ივერთუბნის დასახლებაში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს
17:0011.08.22
-
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი
16:3011.08.22
-
16:0011.08.22
-
15:3011.08.22
-
15:0011.08.22
-
„სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს“ - სარჯველაძე პოდოლიაკის განცხადებაზე
14:3011.08.22
-
მამალაძე: მოსმენების საქმეზე მე და ჩემი ძმა პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო
14:0011.08.22
-
ივანიშვილისგან მუქარა მივიღე, თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი – გოგაშვილი
13:3011.08.22
-
13:0011.08.22
-
Ryanair-ის ხელმძღვანელი: 10 ევროდ ბილეთების ეპოქა დასრულდა
12:4011.08.22
-
შალვა პაპუაშვილი: შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, მარადიული ხსოვნა გმირებს
12:2011.08.22
-
12:0011.08.22
-
11:4011.08.22
-
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება
11:2011.08.22
-
11:0011.08.22