საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა დააკავა პირი, რომელიც თანხის სანაცვლოდ მოქალაქეს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებას პირდებოდა

29.06.22 11:40


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ პირს დაუკავშირდა და იგი დაარწმუნა, რომ თანხის სანაცვლოდ მას საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დაასაქმებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს 5 000 აშშ დოლარი გამოართვა, რა დროსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მისი დაკავება მოხდა.

 

უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები