პოლიტიკა

ევროკავშირში ღირსეული დამოკიდებულებით უნდა შევიდეთ, ეს არის ჩვენი მიზანი - მიხეილ ყაველაშვილი

30.06.22 16:00


„ილია მეორეს, ადამიანს რომელსაც მოსახლეობის 85%, მთელი საქართველო აღიარებს, უყვარს და ეს ვიღაც, რომელიც 5%-იც კი არა, საერთოდ პროცენტი არ არის, გამოდის ქართველი ხალხის სახელით მელაპარაკება და შეურაცხყოფს ამ ადამიანს, შეურაცხყოფენ ლაშა ტალახაძეს, ნონა გაფრინდაშვილს“, - ამის შესახებ პარლამენტარმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ იდეოლოგიის ადამიანები ახლა წერენ, რომ ქართველობას გვართმევენ.

 

„ამ იდეოლოგიის და ცნობიერების ადამიანები - ბოკერია, მისი ცოლი და ასეთი მოაზროვნეები, დაკვირვებული ხარ რას წერენ ახლა? ქართველობას გვართმევენო, სად მივედით წარმოგიდგენიათ? ბოკერიას ცოლი საჯაროდ იძახის, რომ ესენიო, „ოცნებაო“ ქართველობას გვართმევენო. ჩვენ ღვინოს ვიცავდით, ტრადიციას ვიცავდით, ეს ხომ ქილიკის საგანი იყო? ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი ღირსეული დამოკიდებულება უნდა მივიტანოთ. მე ჩემს თავს უფლება მივეცი, სოზარმაც, რომ ამაზე თავისუფლად ვისაუბრებ. ის ადამიანები გააგრძელებენ ამას, მაგრამ იცოდნენ, რომ დიდი ზურგია ქართველი მოსახლეობის, რომ ამას არ დავთმობთ. ეს არ არის უმნიშვნელო თემა. კი არ ვაშინებ ვინმეს, საშიშროება დიდია, მაგრამ იმედიც დიდი მაქვს იმის, რომ პრევენცია, რაღაც მომენტებში ქართველი საზოგადოების უმრავლესობის ასეთი პოზიცია, ასე თუ ისე იმათაც აცვლევინებს აზრს. ვხედავთ ამ პროცესს, ერთი არ გამოუვიდათ, მეორე, მესამე ჩვენც პროცესში ვართ და უნდა დავანგრიოთ ეს მიმართულება და ღირსეული დამოკიდებულებით უნდა შევიდეთ ევროკავშირში ეს არის ჩვენი მიზანი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები