პოლიტიკა

ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ლევან ჟორჟოლიანი თანამომხსენებლად წარსდგა

30.06.22 16:20


სტამბოლში, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი ქართული დელეგაცია მონაწილეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან „ათეა“-ს პირველი ვიცე- პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე და „ათეა“-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს კონგრესში ქართული დელეგაციის წევრი ოთარ გრიგოლია.

 

„კომიტეტის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად საკითხად ანგარიში: ,,გარემოს დაცვის ფუნდამენტური უფლებები: ყურადსაღები ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისთვის“ განიხილებოდა, ლევან ჟორჟოლიანი იტალიელ კოლეგასთან ბელინდა გოტარდისთან ერთად, თანამომხსენებლად წარსდგა.

 

ანგარიშში განხილულია გარემოს დაცვის პრობლემები საერთაშორისო დონეზე და ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში კლიმატის ცვლილებებით წარმოქმნილ გამოწვევებს შეეხება. აქვე, გარემოზე უფლება განხილულია, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, გარემოზე უფლება არ არის დეკლარირებული როგორც ფუნდამენტური უფლება ბევრ დეკლარაციასა თუ აქტში, არც ბევრი ქვეყნის კონსტიტუციაში. თუმცა არის გამონაკლისები, მაგალითად საქართველო, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით მოხვდა ანგარიშში, როგორც საუკეთესო მაგალითი. ანგარიშში მოტანილია რეკომენდაციები, რომ გარემოზე უფლება განიხილებოდეს როგორც ფუნდამენტური უფლება და წევრმა ქვეყნებმა გააკეთონ უფრო მეტი. კერძოდ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართონ მოქალაქეები, ასევე, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

ქართული დელეგაციის წევრმა, დამსწრე საზოგადოებას, ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ კლიმატური ცვლილებები ხელისუფლების ყველა დონის საერთო პასუხისმგებლობაა.

 

„ჩვენ როგორც ადგილობრივად არჩეული წარმომადგენლები, მზად ვართ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. თუმცა, ასევე ვფიქრობთ, რომ ჩვენი როლი უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაში უნდა იყოს კანონმდებლობით აღიარებული.

 

მინდა აღვნიშნო, რომ კლიმატური ცვლილება ხელისუფლების ყველა დონის საერთო პასუხისმგებლობაა. მუნიციპალიტეტები და რეგიონები ცენტრალური ხელისუფლების მთავარი პარტნიორები არიან გარემოს დაცვის გლობალური ვალდებულებების შესრულებაში. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების დონეზე, ჩვენ ვართ გარემოსთან დაკავშირებული ისეთი სერვისების მიმწოდებლები, როგორიც არის ჰაერის დაბინძურების რეგულირება და ჭარბი ხმაურის შეჩერება, ნარჩენების მართვა, ტრანსპორტი, სუფთა სასმელი წყლის მიწოდება და სივრცითი დაგეგმარება,“ - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

 

აღსანიშნავია, რომ ინიციატივა, რომელიც გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების კუთხით, კონგრესის კომიტეტების მიერ ერთიანი სტრატეგიის განსაზღვრას და ასევე, ამ მიმართულებით, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დოკუმენტის მომზადებას გულისხმობდა, საქართველოს ეკუთვნის. გარდა ამისა, ქართული მხარის ინიციატივით კონგრესის წევრ მუნიციპალიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია წაახალისონ ე.წ. „მწვანე მშენებლობა“, რაც ენერგო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მასალით მშენებლობის წარმოებას გულისხმობს.

 

ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ გუდრუნ მოსლერ ტოენსტროემ, სტამბოლისა და ბუიუქჩეკმეჯის მერებთან ერთად გახსნა, შეხვედრის მონაწილეებმა სხვა თემებთან ერთად, წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგის საკითხები და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები განიხილეს.

 

​კომიტეტის წევრებმა ასევე, უკრაინის მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. ჭარბი ხმაურის შეჩერება, ნარჩენების მართვა, ტრანსპორტი, სუფთა სასმელი წყლის მიწოდება და სივრცითი დაგეგმარება,“ - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

 

აღსანიშნავია, რომ ინიციატივა, რომელიც გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების კუთხით, კონგრესის კომიტეტების მიერ ერთიანი სტრატეგიის განსაზღვრას და ასევე, ამ მიმართულებით, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დოკუმენტის მომზადებას გულისხმობდა, საქართველოს ეკუთვნის. გარდა ამისა, ქართული მხარის ინიციატივით კონგრესის წევრ მუნიციპალიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია წაახალისონ ე.წ. „მწვანე მშენებლობა“, რაც ენერგო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მასალით მშენებლობის წარმოებას გულისხმობს.

 

ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ გუდრუნ მოსლერ ტოენსტროემ, სტამბოლისა და ბუიუქჩეკმეჯის მერებთან ერთად გახსნა, შეხვედრის მონაწილეებმა სხვა თემებთან ერთად, წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგის საკითხები და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები განიხილეს.

 

​კომიტეტის წევრებმა ასევე, უკრაინის მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები